მეუფე შიო: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ქრისტიანებისთვის, ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით, რწმენით, ერთგულებით“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს.
გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით, რწმენით, ერთგულებით. ჩვენ ვხარობთ უფალ იესო ქრისტეს გამო, რომ ძე ღმერთი განკაცდა და გახდა ადამიანი.
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანება ტაძარში. მართალნი იოაკიმე და ანა ასრულებენ თავიანთ აღთქმას და მიჰყავთ ყრმა მარიამი ტაძარში, რომ მიუძღვნან უფალს. მათ ანთებული სანთლებით მიაცილებენ ქალწულები. ყრმა მარიამს დააყენებენ ტაძრისკენ მიმავალი კიბის პირველ საფეხურზე და ის ყველასთვის მოულოდნელად, როგორც ზრდასრული, უშიშრად იწყებს ასვლას თვითონ, დამოუკიდებლად ამ კიბეებზე. ზევით, შესასვლელთან მას დახვდა მღვდელმთავარი ზაქარია, რომელმაც, სულიწმინდისგან შთაგონებულმა, შეიყვანა ყრმა მარიამი ტაძარსა და თვით ტაძრის წმინდათა წმინდაში, სადაც ვერავინ შედიოდა, მღვდელმთავრის გარდა, ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ.
იოაკიმესა და ანას მეშვეობით კაცობრიობამ მიართვა უფალს, შეიძლება ასე ითქვას, უმანკო არსება და ელოდა მაცხოვრის მოსვლას. ამიტომაც უგალობს დღეს წმინდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასეთი სიტყვებით: „ტაძარსა შინა ღვთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს“. ამიტომაც იგალობება დღევანდელი დღიდან მოყოლებული ყველა ტაძარში საშობაო საგალობლები, რომლებიც ადიდებენ ქრისტეს შობას და მაცხოვრის მოსვლას დედამიწაზე.
დღეს მიიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში. როგორც გითხარით, იგი დააყენეს კიბის პირველ საფეხურზე და შემდეგ თვითონ დაიწყო აღმასვლა. ასეა ჩვენს სულიერ ცხოვრებაშიც. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებით წმინდა ეკლესია გვაყენებს სულიერი კიბის პირველ საფეხურზე, შემდეგ კი თვითონ უნდა ვიაროთ ამ გზით ღმერთისკენ, წმინდათა წმინდასკენ.
რაოდენ სასიხარულოა ეს გზა, ძვირფასო ძმებო და დებო! ჩვენ არ ვართ მარტონი, რადგან ამ გზაზე გვეხმარება და გვამხნევებს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მან ტაძარი იმდენად შეიყვარა, რომ არ განშორებია მას, სანამ იყო ამის საშუალება.
თქვენ იცით, რომ იგი იქ ცხოვრობდა, სწავლობდა წმინდა წერილს, შრომობდა, ლოცულობდა და იქიდან გამოვიდა ის, ვინც გახდა დედა ღვთისა, მთელი კაცობრიობის დედა, მეოხი და შუამდგომელი. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომ ნაწილობრივ მაინც ჩვენც ვეზიაროთ ტაძრისადმი ასეთ სიყვარულს და ნაცვლად ამსოფლიური შფოთისა, ამაოებისა, გაღიზიანებისა, ჩვენში, ჩვენს სულებში შემოვიდეს ტაძრისგან მიღებული მადლი და შთაბეჭდილებები.
თქვენ იცით, ტაძარს ეწოდება ღვთის სახლი, ღვთის სამყოფელი, არამხოლოდ იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული წესით იკურთხება, არამედ ასევე იმიტომ, რომ აქ იკრიბებიან ადამიანები ქრისტეს გულისთვის, რომელმაც ბრძანა: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ მე ვარ“ (მთ. 18, 20).
ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება. დღეს წმინდა ყრმა შედის ტაძარში, ძვირფასო ძმებო და დებო, და ყველას მოუხმობს და მოუწოდებს თავისკენ; ვევედროთ მას, შეგვეწიოს, რომ შევისმინოთ მისი ეს მოწოდება და მის მაგალითს მივყვეთ. ამინ“, - აცხადებს მეუფე შიო.
1764842385
საზოგადოებაკახა კალაძე: საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი თანადგომას გამოხატავს, ასეც უნდა იყოს, ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა გაეროში, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩატარებულ კენჭისყრას, სადაც საქართველომ რეზოლუციას მხარი დაუჭ...
1764841596
ახალი ამბებისაქართველოში Starbucks შემოდის - პირველი ობიექტი თბილისში 2026 წლის მარტში გაიხსნება
საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის. ბრენდი საქართველოში არაბულ Alshaya group- შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მათი თურქეთის ოფისი იმუშავებს. ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში რამდენჯერმ...
1764840764
ახალი ამბებივოლსკი: საქართველოს მხრიდან „მეგობარი აქტის“ მომზადების პროცესში ჩართული არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „ნაცმოძრაობას“, რომელთა ლიდერები ტრამპს და სხვა საკვანძო ფიგურებს უწოდებდნენ რუსეთის აგენტებს
ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების დაბლოკვა მოსალოდნელი იყო - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“. გამოცემა The Hill წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული თავდაცვის ავ...
1764838088
საზოგადოებაკანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით საქართველო სახელმწიფოებს შორის მსოფლიოში მე-19 ადგილზეა და ევროკავშირის წევრ მხოლოდ 4 ქვეყანას ჩამორჩება
გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა, ამერიკულმა ორგანიზაცია Gallup -მა 2025 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით საქართველომ შეფასების 100 ბალიანი სისტემით 88 ქულა...
1764837255
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: რუსეთი დონეცკსა და ლუჰანსკს ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიები „ნებისმიერ შემთხვევაში გათავისუფლდება“. „ყველაფერი ამისკენ მიდის. ან შეია...




























