ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფი უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად ჯილდოს ყიდის

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად, კონკურსზე მოგებულ ჯილდოს, მინის მიკროფონს აუქციონზე ყიდის. გამარჯვებული იქნება ის, ვინც 28 მაისამდე Monobank-ის საშუალებით, როგორც კრიპტოვალუტის, ასევე ნაღდი ფულის სახით ყველაზე მეტ თანხას ჩარიცხავს. ამის შესახებ ინფორმაცია ბენდმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა.

აგრეთვე, აუქციონზე გაიყიდება ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ოლეგ პსიუკის ვარდისფერი ქუდიც. მისმა მსურველებმა სპეციალურ ანგარიშზე მინიმუმ 5 ევრო უნდა ჩარიცხონ. რაც მეტი იქნება დონაცია, მით უფრო მეტი იქნება მოგების შანსიც. ქუდის მომავალ მფლობელს შემთხვევითობის პრინციპით გამოავლენენ.

"ჩვენ ევროვიზიის კონკურსში გავიმარჯვეთ, ახლა კი გვსურს, რომ უკრაინას ომის მოგებაში დავეხმაროთ. აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად გადაირიცხება. თქვენ მიერ გადმორიცხულ თითოეულ ევროს შეუძლია, რომ უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე გადაარჩინოს. მადლობა მხარდაჭერისთვის. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!". - ამბობენ ჯგუფის წევრები ვიდეომიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ Kalush Orchestra უკრაინული საქველმოქმედო ფონდებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად ევროპაში ტურნესაც გამართავს. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ოლეგ პსიუკის თქმით, მათი მიზანი ასევე მუსიკაში უკრაინული ენის პოპულარიზაცია და უკრაინული კულტურის გავრცელების ხელშეწყობაა.

15 მაისს, უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ 2022 წლის ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით Stefania. 

 
 
 
 
 
Посмотреть эту публикацию в Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

Публикация от KALUSH (@kalush.official)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი

1794039239

ახალი ამბები

ბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...

დაკავება და ბორკილები

1794038057

ახალი ამბები

ალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები...

ალექსანდრე ხაზარაძე