ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვედრებს განაგრძობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა, რომელიც საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, აშშ-ის დელეგაციის წევრია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში.

„შეხვედრისას საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების გაუმჯობესების მზაობაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით ასევე, საქართველოს სტრატეგიულ როლზე ტრანზიტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით.

„კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპაციის საკითხებით, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე, იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. საუბარი გვქონდა საქართველოს ტრანზიტის და დაკავშირებადობის ფუნქციაზე და ამ მიმართულებით, ჩვენს სტრატეგიულ როლზე. შევთანხმდით, რომ როგორც საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვითანამშრომლებთ. ასევე, კონგრესმენი ცნობილია მისი დაინტერესებით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში და შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზეც ერთობლივად ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტმა და აშშ-ის კონგრესმა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტთან გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი ლიკა შარტავა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772715654

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ჩვენ ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ბოლო მოვუღეთ სომხეთის ოკუპაციას, ასევე, მზად ვართ ვაჩვენოთ ჩვენი სიძლიერე ნებისმიერ ბოროტ ძალას. ამას ნუ დაივიწყებს ირანიც

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ალიევმა განაცხადა, აზერ...

ილჰამ ალიევი

1772715479

ახალი ამბები

ილჰამ ალიევი: ირანის ოფიციალური პირებისგან ვითხოვთ განმარტებებს, ბოდიშის მოხდასა და დამნაშავეების სისხლისსამართლებრივ დასჯას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფორმატში სხდომა გამართა და განაცხადა, რომ არ შეეგუებიან აზერბაიჯანის წინ...

ილჰამ ალიევი

1772714445

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობები და მ...

გიორგი გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა

1772712576

საზოგადოება

ნინო წილოსანი ხიდაშელის განცხადებაზე: იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?

რამდენ ასეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას?!, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზი...

ნინო წილოსანი

1772712355

მსოფლიო

კაია კალასი: რა თქმა უნდა, იდეალური სცენარი დემოკრატიული ირანი იქნებოდა, რომელიც არ ემუქრება მეზობლებს, მაგრამ ასეთი რამ რეალობისგან შორსაა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, იდეალური სცენარი იქნებოდა, თუ ირანი დემოკრატიული ქვეყანა გახდებოდა და მეზობლებს აღარ დაემუქრებოდა. თუმცა...

კაია კალასი