აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა არმაგედონი უნდა გამოიწვიოს ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის - The Guardian
აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა არმაგედონი უნდა გამოიწვიოს ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, სამხედრო რელიგიური თავისუფლების ფონდი (MRFF) აცხადებს, რომ მან შეიარაღებული ძალების ყველა შტოს სამხედრო მოსამსახურეებისგან, მათ შორის საზღვაო ქვეითებისგან, საჰაერო ძალებისა და კოსმოსური ძალებისგან 200-ზე მეტი საჩივარი მიიღო. საჩივრის მიხედვით, მეთაურები ომის გასამართლებლად ექსტრემისტულ ქრისტიანულ რიტორიკას იყენებენ.
ერთ-ერთი მომჩივანი იდენტიფიცირებულია, როგორც უმცროსი ოფიცერი იმ ქვედანაყოფში, რომლის განლაგებაც „ნებისმიერ მომენტში“ შეიძლება ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. უმცროსმა ოფიცერმა ფონდს განუცხადა: „მეთაურმა მოგვთხოვა, გვეთქვა ჩვენი ჯარებისთვის, რომ ეს „უფლის ღვთაებრივი გეგმის ნაწილი“ იყო და მოიხსენია „გამოცხადების“ წიგნიდან მრავალი ციტატა, რომლებიც არმაგედონსა და იესო ქრისტეს გარდაუვალ დაბრუნებას ეხებოდა“.
„მან თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იესოსგან მირონცხებულია, რათა ირანში არმაგედონის გამოწვევისა და დედამიწაზე მისი დაბრუნების აღსანიშნავად სიგნალის ცეცხლი აანთოს“, – დასძინა ოფიცერმა.
საჩივარი 15 ჯარისკაცის სახელით შეიტანეს, მათ შორის 11 ქრისტიანი, ერთი მუსლიმი და ერთი ებრაელია.
„როდესაც ისრაელი ან აშშ ახლო აღმოსავლეთში ერევა, ჩვენ ამბებს ვისმენთ ქრისტიან ნაციონალისტებზე, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ჩვენი მთავრობა და, რა თქმა უნდა, აშშ-ის სამხედრო ძალებიც“, – განუცხადა მედიას ფონდის პრეზიდენტმა მაიკი ვაინშტაინმა, რომელიც საჰაერო ძალების ვეტერანია.
1772716266
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7419 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7234 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1772715654
მსოფლიოილჰამ ალიევი: ჩვენ ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ბოლო მოვუღეთ სომხეთის ოკუპაციას, ასევე, მზად ვართ ვაჩვენოთ ჩვენი სიძლიერე ნებისმიერ ბოროტ ძალას. ამას ნუ დაივიწყებს ირანიც
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ალიევმა განაცხადა, აზერ...
1772715479
ახალი ამბებიილჰამ ალიევი: ირანის ოფიციალური პირებისგან ვითხოვთ განმარტებებს, ბოდიშის მოხდასა და დამნაშავეების სისხლისსამართლებრივ დასჯას
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფორმატში სხდომა გამართა და განაცხადა, რომ არ შეეგუებიან აზერბაიჯანის წინ...
1772714445
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობები და მ...
1772712704
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვედრებს განაგრძობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ნიკოლ...






























