სანდუს პოლიტიკამ მოლდოველი გლეხები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო - რატომ ვერ გააქვს მოლდოვას ვაშლი ევროკავშირში და რატომ რჩება მოსავალი ბაღებში

მოლდოვაში ვაშლის უხვი მოსავლის ფონზე ფერმერები პროდუქციის რეალიზაციის მწვავე პრობლემებს აწყდებიან. ფლორეშტის რაიონში მხოლოდ ერთ ფერმერს სემიონ დონცოვს, მისივე თქმით, საწყობებსა და ბაღებში დაახლოებით 500 ტონა გაუყიდველი ვაშლი რჩება.

წინასწარი შეფასებით, 2026 წელს მოლდოვაში ვაშლის მოსავალმა შესაძლოა 590–600 ათას ტონას მიაღწიოს, რაც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გადამამუშავებელი საწარმოები სრული დატვირთვით მუშაობენ, თუმცა მთელი მოსავლის მიღებას ვერ ახერხებენ.

გადასამუშავებელი ვაშლის შესასყიდი ფასი ძირითადად ერთ კილოგრამზე 2–2,3 მოლდოვურ ლეის შეადგენს, ცალკეულ შემთხვევებში კი 1,7 ლეიმდეც ეცემა. ფერმერების თქმით, ასეთი ფასი წარმოების ხარჯებს ვერ ფარავს.

ევროკავშირის ბაზარზე მოლდოვას ყოველწლიურად 50 ათასი ტონა ვაშლის უბაჟოდ შეტანის შესაძლებლობა აქვს, თუმცა კვოტის სრულად ათვისებას სერტიფიცირების, პროდუქციის ხარისხისა და ლოგისტიკის მოთხოვნები ართულებს. მოლდოველი ეკონომისტების ნაწილი ხელისუფლებას ფერმერების არასაკმარისი მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.

ვითარებას ამძიმებს ევროპულ ბაზარზე ვაშლის კონცენტრატის ფასის ვარდნაც - სეზონის დასაწყისში ერთი ტონა 1 300 – 1 400 ევრო ღირდა, ნოემბერში კი 1 000–1 100 ევრომდე დაეცა. მოთხოვნის შემცირების გამო ზოგიერთი საწარმო ნედლეულის შესყიდვას უკვე ზღუდავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795529895

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მოღალატეობრივი ძალა, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში უამრავი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს

„საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს ისტორიულ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“...

გიორგი გაბუნია

1795528700

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნეს გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი

„თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, მათ შორის, გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნეს გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი ხალხისაგან, ზოგადად, ეს იქნება პარლამენტის უსა...

თორნიკე ჭეიშვილი

1795528141

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ლემონჯავას: მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან, როგორ ამართლებენ, ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები გაამართლონ ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება

საკონსტიტუციო სასამართლოში, „დროას“ წევრის გიგა ლემონჯავას კითხვაზე პასუხის გაცემისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ პარტიის საქმიანობის შეფასებისას გადამწყვეტი მისი...

არჩილ გორდულაძე

1795527984

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი თენგო თევზაძეს: მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება

„როდესაც ვსაუბრობთ დესტრუქციული მანდატის შესახებ და დესტრუქციულ უარზე მანდატთან დაკავშირებით, აქ არის პირველ ყოვლისა, შინაარსობრივი კომპონენტი მნიშვნელოვანი. აქ არის მნიშვნელოვანი, რა მიზნით ხდება და...

თორნიკე ჭეიშვილი

1795526147

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5922 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5926 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა