მაკა ბოჭორიშვილი: 2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, აღსანიშნავია 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლით მიმოსვლის აღდგენა
„2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, აღსანიშნავია 6 წლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლით მიმოსვლის აღდგენა.
„ასევე მნიშვნელოვანი იყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულება. ეს პროექტი არის არა მხოლოდ სამი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, არამედ რეგიონული მნიშვნელობა აქვს უფრო ფართოდ და დაკავშირებადობის კონტექსტში ამ პროექტის სრულად დატვირთვას აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ გაიზარდოს სატრანზიტო პოტენციალი.
მნიშვნელოვანი შეთანხმებები იყო მიღწეული ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე წლის განმავლობაში. ამ მიმართულებით გაფორმებული შეთანხმებები, კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და ხსნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში.
პოზიტიური დინამიკა გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის სფეროში, თუმცა პოტენციალი არის ყოველთვის უფრო მეტი და ამ შემთხვევაშიც, მოხარული ვიქნებით თუ ვნახავთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, გაძლიერებას და ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1795528700
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნეს გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი
„თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, მათ შორის, გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნეს გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი ხალხისაგან, ზოგადად, ეს იქნება პარლამენტის უსა...
1795528141
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ლემონჯავას: მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან, როგორ ამართლებენ, ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები გაამართლონ ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება
საკონსტიტუციო სასამართლოში, „დროას“ წევრის გიგა ლემონჯავას კითხვაზე პასუხის გაცემისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ პარტიის საქმიანობის შეფასებისას გადამწყვეტი მისი...
1795527984
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი თენგო თევზაძეს: მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება
„როდესაც ვსაუბრობთ დესტრუქციული მანდატის შესახებ და დესტრუქციულ უარზე მანდატთან დაკავშირებით, აქ არის პირველ ყოვლისა, შინაარსობრივი კომპონენტი მნიშვნელოვანი. აქ არის მნიშვნელოვანი, რა მიზნით ხდება და...
1795526147
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5922 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5926 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1795525996
საზოგადოებაპოლიციამ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლი...




























