"პეკინმა არ იცოდა რუსეთის გეგმები უკრაინაზე თავდასხმის შესახებ, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა რომელსაც პატივი უნდა სცენ" - აშშ-ში ჩინეთის ელჩის სკანდალური ინტერვიუ
"ჩინეთი შეეცდებოდა თავიდან აეცილებინა რუსული თავდასხმა უკრაინაზე, რომ სცოდნოდა მოსკოვის გეგმების შესახებ. ამ ომს არ მოაქვს სარგებელი", - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ქინ განგმა Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ჩინეთმა იცოდა, დათანხმდა ან ჩუმად უჭერდა მხარს ამ ომს, არის სუფთა დეზინფორმაცია.
ყველა ეს პრეტენზია ემსახურება მხოლოდ ჩინეთზე ბრალის გადატანას და ტალახის სროლას", - აცხადებს ელჩი.
მან აღნიშნა, რომ ჩინეთი არის როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, ასევე ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორი მსოფლიოში.
ელჩმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის შეჭრის დროს უკრაინაში ჩინეთის 6000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა.
"რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არ არის კარგი ჩინეთისთვის.
ჩინეთს, რომ სცოდნოდა გარდაუვალი კრიზისის შესახებ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით ამის თავიდან ასაცილებლად", - აცხადებს ქინ განგი.
ჩინელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული.
"უკრაინასთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია ობიექტური და მიუკერძოებელია:
აუცილებელია სრულად დაიცვან გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები, ასევე პატივი სცენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის უკრაინას", - განაცხადა ქინ განგმა.
მან ასევე მოუწოდა დანარჩენ მსოფლიოს, რომ არ დააკავშირონ ტაივანი და უკრაინა ერთმანეთთან.
"უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, ტაივანი კი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი.
ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა", - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
მან აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას უკრაინაში და მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რაც მათ (ჩინეთის) ძალებშია.
სხვა სიახლეები:
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...































