პიტერ სიიარტო: ბრიუსელთან კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ, - „არა ომს, არა მიგრაციას და არა გენდერულ პროპაგანდას“
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ უნგრეთის მთავრობა ეროვნული ინტერესებით მოქმედებს, ხოლო ევროკავშირს ეს არ მოსწონს.
„ჩვენი კონფლიქტი ბრიუსელთან განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის მეინსტრიმს. ეს სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ეხება. უკრაინის გამო ევროპის ომში ჩათრევას ვეწინააღმდეგებით, ვეწინააღმდეგებით მიგრანტების შემოშვებას უნგრეთში და გენდერულ პროპაგანდას ვუპირისპირდებით. არა ომს, არა მიგრაციას, არა გენდერულ პროპაგანდას“, - განაცხადა სიიარტომ.
უნგრეთის პირველი დიპლომატის აზრით, ეს სამი საკითხი 180 გრადუსით არ შეესაბამება ბრიუსელის მოთხოვნებს.
„შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ ჩვენ მათი პროგრამის განხორციელების გზაზე წინაღობა ვართ. მაშასადამე, ისინი ჩვენს არჩევნებში ძალიან ძლიერად და ცუდად ერევიან. მათ იციან, რომ უნგრეთში პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში, როცა მოქმედი მთავრობა წავა, ისინი საკუთარ პოლიტიკას ომთან, მიგრაციასთან და გენდერთან დაკავშირებით განახორციელებენ“, - თქვა მან.
1771674930
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაცი...
1771673824
მსოფლიორობერტ ფიცო: თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, სლოვაკეთი კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით სლოვაკეთში ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, ბრატისლავა კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის...
1771672004
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: სახელმწიფოს მიზანი არ არის ვინმეს მიმართ რეპრესიის გატარება. თუ ადამიანი ხედავს თავის დანაშაულს და ინანიებს მას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მზად არის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას
ეს ადამიანები ხვდებიან, რომ მოტყუებულები იყვნენ და ხვდებიან იმასაც, რომ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებენ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირ...
1771670415
საზოგადოებალევან მახაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების თხოვნაზე: საზოგადოებამ ნახა, როგორ გაწირეს ეს ადამიანები კანონთან დაპირისპირებისთვის - კარგია, თუ ეს ადამიანები აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს
კარგია, თუ ეს ადამიანები აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე, რომელთა ნაწი...
1771668313
საზოგადოებაირინა სარიშვილი: ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ სილას პოლიციელებს, ყველა ერთად ნავთით სავსე ბოთლით უნდა მივდიოდეთ მართლმსაჯულების სახლის დასაწვავად. ამას ხუთი ათასი თავდადებული ადამიანიც ეყოფა
ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებს. მის განცხადებაში საუბარია, რომ საკმარისია რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება იმისთვის,...


























