გიორგი სოსიაშვილი ევროპასთან ურთიერთობაზე: დიდი სურვილი გვაქვს, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა თანასწორ საწყისებზე უნდა იყოს - არ შეიძლება, რაღაც სიყალბე შემოგაჩეჩონ და ქვეყანაში კვებონ რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიული განვითარების გზა ევროპისკენ მიემართება და საქართველო ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედია.
მან ევროპასთან ურთიერთობის გადატვირთვის სურვილს და მზაობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობა, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ევროპის სახელმწიფოებთან, ევროპის ლიდერებთან, მაგრამ ეს ურთიერთობა თანასწორ საწყისებზე უნდა იყოს. არ შეიძლება, რაღაც სიყალბე შემოგაჩეჩონ და ქვეყანაში კვებონ რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი და თავიანთი ფულით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათთან მყოფ ძალებს მოუწოდებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.
წარმოუდგენელია ასეთ სიტუაციაში ურთიერთობა. თუკი ბრიუსელი რიტორიკას შეცვლის, შეცვლიან დამოკიდებულებას ჩვენდამი და საქართველოს განიხილავენ, როგორც სუვერენულ, ღირსებით სავსე, დიდი ისტორიით სავსე სახელმწიფოს, რომელსაც სურვილი აქვს, გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში თავისი ღირსებით, თავაწეული შევიდეს იქ და არა ასე - ბულინგით, შეურაცხყოფილი, ღირსებაზე ყოველდღიურად ხელის წამოკვრით, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის იმიტომ, რომ ჩვენი ბუნებრივი გზა არის ევროპულ ოჯახში.
ოღონდ ეს გზა არის ღირსეულ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, ისეთ ევროპულ ოჯახში არ გვინდა გაწევრიანება, სადაც საუბარია ფსევდო ფასეულობებზე, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე და ამ ქორწინების დაკანონებაზე, რასაც ახლა აიძულებენ უკრაინის ხელისუფლებას. ჩვენს წინაპრებს როგორ უნდა წარმოედგინათ, როდესაც უამრავი წერილს გზავნიდნენ საქართველოდან ევროპის ევროპის ლიდერების სახელზე, რომლებშიც გადარჩენას ევედრებოდნენ. ქრისტიანობის გადარჩენას სთხოვდნენ საქართველოში, რომ 21-ე საუკუნეში ქრისტიანულ ფასეულობებზე გარკვეული იერიში იქნებოდა მოტანილი ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მიერ და ამის დაცვა მოგვიწევდა ჩვენ”, - განაცხადა სოსიაშვილმა.
1771676905
საზოგადოებაესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირების პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით - 21:9 დასრულდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებს შორის პირველი ტაიმი დასრულდა. „ბროჯღალოსნებმა“ სამი ლელოს დადება შეძლეს და ამ დროისთვის ანგარიშია 21:9. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატ...
1771674930
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაცი...
1771673824
მსოფლიორობერტ ფიცო: თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, სლოვაკეთი კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით სლოვაკეთში ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, ბრატისლავა კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის...
1771672004
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: სახელმწიფოს მიზანი არ არის ვინმეს მიმართ რეპრესიის გატარება. თუ ადამიანი ხედავს თავის დანაშაულს და ინანიებს მას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მზად არის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას
ეს ადამიანები ხვდებიან, რომ მოტყუებულები იყვნენ და ხვდებიან იმასაც, რომ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებენ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირ...
1771670415
საზოგადოებალევან მახაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების თხოვნაზე: საზოგადოებამ ნახა, როგორ გაწირეს ეს ადამიანები კანონთან დაპირისპირებისთვის - კარგია, თუ ეს ადამიანები აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს
კარგია, თუ ეს ადამიანები აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე, რომელთა ნაწი...



























