გიორგი სოსიაშვილი: პრემიერ-მინისტრის თითოეული ინიციატივა ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, სამშვიდობო პოლიტიკასა და ქვეყნის წინსვლაზე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობაზე ისაუბრა.

როგორც სოსიაშვილმა აღნიშნა, პრემიერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივა, ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, დროული იყო.

„პრემიერ-მინისტრის თითოეული ინიციატივა ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, სამშვიდობო პოლიტიკასა და ქვეყნის წინსვლაზე. ეს ინიციატივაც იყო დროული, რადგან საზოგადოება უკვე შეწუხებული იყო მზარდი ფასებით და ამიტომაც პრემიერმა შექმნა სამთავრობო კომისია და მას მერე შეიქმნა საპარლამენტო ჯგუფი.

ჩვენი მიზანია დავადგინოთ მიზეზები, რომ საქართველოში, სურსათის პროდუქტებზე არ იყოს ხელოვნური ფასნამატები. ჩვენი მიზანია გამოვიკვლიოთ ეს მიზეზები და ბიზნესსექტორთან ურთიერთობით, საბაზო ეკონომიკის პრინციპების დაცვით, ბალანსის შენარჩუნებით მოხდეს ამ მიზეზების დადგენა და გარკვეული რეგულაციების მიღება, რომელიც ფასებს დაასტაბილურებს“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771676905

საზოგადოება

ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირების პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით - 21:9 დასრულდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებს შორის პირველი ტაიმი დასრულდა. „ბროჯღალოსნებმა“ სამი ლელოს დადება შეძლეს და ამ დროისთვის ანგარიშია 21:9. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატ...

ბორჯღალოსნები

1771674930

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაცი...

პროკურატურა

1771673824

მსოფლიო

რობერტ ფიცო: თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, სლოვაკეთი კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით სლოვაკეთში ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, ბრატისლავა კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის...

რობერტ ფიცო

1771672004

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: სახელმწიფოს მიზანი არ არის ვინმეს მიმართ რეპრესიის გატარება. თუ ადამიანი ხედავს თავის დანაშაულს და ინანიებს მას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მზად არის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას

ეს ადამიანები ხვდებიან, რომ მოტყუებულები იყვნენ და ხვდებიან იმასაც, რომ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებენ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1771670415

საზოგადოება

ლევან მახაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების თხოვნაზე: საზოგადოებამ ნახა, როგორ გაწირეს ეს ადამიანები კანონთან დაპირისპირებისთვის - კარგია, თუ ეს ადამიანები აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს

კარგია, თუ ეს ადამიანები აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე, რომელთა ნაწი...

ლევან მახაშვილი