„რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში

ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩნური წარმოშობის პირს მას შემდეგ, რაც მას ლტოლვილის სტატუსის განახლებაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მისი დეპორტაციის შესახებ იტყობინება ადამიანის უფლებების დამცველი როზა დუნაევა. მისი თქმით, რესპუბლიკის მკვიდრი, სახელად ბესლანი, თითქმის ორი ათწლეულის წინ გაექცა ომს და ლიეტუვაში ჩავიდა. მან ემიგრაციაში უფრო მეტ ხანს იცხოვრა, ვიდრე სამშობლოში.

„ჩეჩნეთში ბესლანი ფედერალური ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. მისი ოჯახის მრავალი წევრი დაიღუპა, გადარჩენილები კი დევნილებად იქცნენ და ახლა „მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულები“, - წერს დუნაევა. ადამიანის უფლებების დამცველის თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ბესლანის საქმე ეხებოდა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დაცვას. ის აცხადებდა რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, დევნისა და მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ. „ჩვენ უკვე გავუგზავნეთ მიმართვები, საჩივრები და ოფიციალური წერილები ლიეტუვის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს, ასევე ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებს და მოვითხოვეთ მომხდარის სამართლებრივი შეფასება,“ - განუცხადა დუნაევამ Kavkaz.Realii-ს.

The Insider ლიეტუვის ხელისუფლების წყაროებზე დაყრდნობით, ასახელებს დეპორტირებულის ვინაობას - ბესლან ესტემიროვს. 2018 წელს ლიეტუვის გამოცემა Delfi-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან ლიეტუვაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ჩეჩნეთში მისი სიცოცხლისთვის საფრთხის გამო. 2014 წელს მას ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ვადამდე გაათავისუფლეს პირობით. ესტემიროვი კვლავ დააკავეს ნარკოტიკების შენახვასა და რეალიზაციაში, ასევე, დაკავების დროს პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილობის გამო. მან ბრალდებები უარყო.

Kavkaz.Realii-ს რედაქცია ადრე წერდა ამ საქმეზე. ბესლანი დააკავეს, როდესაც ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა ბინადრობის ნებართვის განახლებისთვის. მისი დაკავების მიზეზები უცნობი დარჩა. დუნაევას თქმით, დეკემბერში ლიეტუვის ხელისუფლებამ საჯაროდ მისცა პირობა ჩეჩნურ დიასპორას, რომ ჩეჩნების რუსეთში ექსტრადიცია არ მოხდებოდა.

„ჰელსინკიში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა ლტოლვილებისა და მიგრანტების უფლებებისადმი მიძღვნილი პიკეტი გამართეს. მომიტინგეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, არ დაუშვან ფინეთში თავშესაფრის მაძიებელი ჩეჩნებისა და ინგუშების სტიგმატიზაცია.

ავსტრიაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა კრემსის ციხის წინ აქცია გამართეს. მათ მოითხოვეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება ქვეყნის ციხეებში სიკვდილის, ძალადობისა და ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის ყველა შემთხვევის შესახებ.

მანამდე, ესტონეთის ხელისუფლებამ ჩეჩენი თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაცია მოახდინა. როზა დუნაევას განცხადებით, მას ჩამოერთვა იურიდიულ დახმარებაზე სრული წვდომა და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა“, - ნათქვამია „რადიო თავისუფლების“ სტატიაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782314865

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მ...

გენ პროკურატურა

1782312897

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოებისა და მეურნეობების საქმიანობას გაეცნო. „ძალიან მნიშვნელო...

დავით სონღულაშვილი

1782311903

საინტერესო ამბები

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შე...

ზოგადი

1782311193

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: არც გვაქვს მოლოდინი, რომ სანამ დრამატულად არ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა და თუნდაც ომის მშვიდობიანი რეზოლუცია არ გამოიძებნება უკრაინაში, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა არ გაგრძელდება

ნინო წილოსანის განცხადებით, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა ღირსეულად შეაჩერა, რადგან ის პირობები, რომლებიც მას უფლებამოსილების ცნობისთვის წაუყენეს უსამართლო იყო. ამ თემაზე...

ნინო წილოსანი

1782310938

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა. შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცა...

ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა