მორიგი სკანდალი ურსულა ფონ დერ ლაიენის გარშემო - რას იძიებს ევროკავშირის ომბუდსმენი მის შესახებ?

ევროკავშირის ომბუდსმენი ტერეზა ანჟინიო ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბერლინერ ცაიტუნგი“ ავრცელებს.

„ბერლინერ ცაიტუნგის“ თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კვლავ გამოძიების ქვეშ მოექცა, რადგან ამჯერად, ყურადღების ცენტრშია საიდუმლო ჯგუფური „ჩეთი“, რომელშიც მონაწილეობენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ბრიტანეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰოლანდიური ორგანიზაცია Follow the Money-ს მოთხოვნით ევროკომისიამ ჯგუფური „ჩეთის“ მონაცემების გამოქვეყნებაზე უარი თქვა.

მიმდინარე წლის დასაწყისში POLITICO-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფონ დერ ლაიენი, ევროპელი ლიდერები და ზელენსკი ჯგუფურ „ჩეთში“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებებს განიხილავდნენ. გამოცემის ცნობით, ამ არაფორმალურ, მაგრამ აქტიურ „ჩეთს“ „ვაშინგტონის ჯგუფი“ ეწოდა. „ჩეთი“ მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2025 წლის აგვისტოში ევროკავშირის რამდენიმე ლიდერი, ზელენსკისთან ერთად, თეთრ სახლს ეწვია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფონ დერ ლაიენის ციფრული კომუნიკაციები გამოძიების საფუძველი გახდა.

2025 წლის მაისში ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ე.წ. ფაიზერგეითის საქმეში, რომლის თანახმად, კომისიამ უკანონოდ თქვა უარი ფონ დერ ლეიენსა და „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლას შორის ტექსტურ შეტყობინებებზე წვდომაზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782316648

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზ...

სულხან თამაზაშვილ

1782314865

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მ...

გენ პროკურატურა

1782312897

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოებისა და მეურნეობების საქმიანობას გაეცნო. „ძალიან მნიშვნელო...

დავით სონღულაშვილი

1782311903

საინტერესო ამბები

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შე...

ზოგადი

1782311193

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: არც გვაქვს მოლოდინი, რომ სანამ დრამატულად არ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა და თუნდაც ომის მშვიდობიანი რეზოლუცია არ გამოიძებნება უკრაინაში, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა არ გაგრძელდება

ნინო წილოსანის განცხადებით, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა ღირსეულად შეაჩერა, რადგან ის პირობები, რომლებიც მას უფლებამოსილების ცნობისთვის წაუყენეს უსამართლო იყო. ამ თემაზე...

ნინო წილოსანი