ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე. მან 215,363 ამომრჩევლის ხმა, 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2025 წლის 4 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 325 061 შეადგინა. თბილისის საკრებულოში მანდატები კი ასე გადანაწილდა: „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 1 მანდატი, „ძლიერი საქართველო-ლელო“ - 2, „გირჩი“ – 2, „ქართული ოცნება“ - 20 მანდატი.
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში 25-ვე მანდატი ქართულმა ოცნებამ მიიღო.
როგორც დღეს გამართულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კომპლექსური პროცესი, რომელიც ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების სრული დაცვით. გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, ვინც აქტიურად ჩაერთო პროცესში და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა და ნდობა წარმოადგენს მთავარ მოტივაციასა და მიღწევას.
ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ინსტიტუციასა და ორგანიზაციას, რომლებმაც აქტიურად ითანამშრომლეს საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს და მედიას ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. ასევე, საერთაშორისო ვენდორ კომპანია სმარტმატიკს, რომლის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით უკვე მეორედ წარმატებით განხორციელდა ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარება.
არჩევნების შედეგები ქვეყნის მასშტაბით ასევე შეაჯამეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. დეტალური ინფორმაცია და შემაჯამებელი ოქმები განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერებისა და საკრებულოების წევრების უფლებამოსილება 29 ოქტომბრიდან დაიწყება.
დღესვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება და 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
თბილისში საკრებულოს პირველ სხდომას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან.
1760534302
საზოგადოება82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია
82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ლევან ნემსაძის და მიხეილ ჯინჯოლიას კანდიდატურებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. ლევან...
1760533349
ახალი ამბებისუსი: ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით სუსი განცხადებას ავრცელ...
1760531978
ახალი ამბებიპრემიერი: ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, ჩვენი კანონმდებლობით, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს - დაბალი განაკვეთითა და მინიმალური ბიუროკრატიით
ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს, დაბალი განაკვეთებით და მინიმალ...
1760530595
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ელჩთან შანხაის იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხ...
1760530009
ახალი ამბებიპრემიერი: საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის
საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ და ეს სხვადასხვა გლობალური ინდექსით დასტურდება, - ამის შესახებ...