პრემიერი: ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, ჩვენი კანონმდებლობით, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს - დაბალი განაკვეთითა და მინიმალური ბიუროკრატიით

ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს, დაბალი განაკვეთებით და მინიმალური ბიუროკრატიით, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქვეყანა ინარჩუნებს კორუფციის დაბალ დონეს და ცდილობს, კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს საინვესტიციო კლიმატი.

„კარგად ვახერხებთ კორუფციის დაბალი დონის შენარჩუნებას და სხვადასხვა ინდექსის მიხედვით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს. ყველა ეს პირობა ქმნის შესაბამის სივრცეს პოტენციური ინვესტორებისთვის ბიზნესსაქმიანობის განსახორციელებლად. რეგულარულად ვავითარებთ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს, რათა სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიზიდოთ ინვესტორები. საქართველო ხელსაყრელ და მომგებიან გარემოს უზრუნველყოფს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად. შესაძლებლობები მორგებული გვაქვს ისეთი სექტორების მოთხოვნებზე, რომლებიც დაბეგვრის დაბალი განაკვეთით სარგებლობენ, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიები.

ასევე, ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საინვესტიციო კლიმატი. საქართველოს კონსტიტუციაში გვაქვს დათქმა, რომლითაც გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გარეშე არ შეიძლება. აქამდე არც ერთი რეფერენდუმი არ ჩატარებულა, რაც მყარ სტაბილურობაზე და ინვესტორებისთვის უსაფრთხო გარემოზე მეტყველებს. ეს დათქმა ასევე არწმუნებს ინვესტორებს, რომ არსებული გადასახადების განაკვეთის ზრდა ან ახალი გადასახადის შემოღება კენჭისყრის გარეშე არ მოხდება. ასევე, მთავრობა ინვესტორების მიმართ მეგობრულად არის განწყობილი და ხშირად ვხვდებით როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ ინვესტორებს. მათთვის ადვილია მთავრობის წარმომადგენლებთან კონტაქტის დამყარება. კარგი პირობები შევქმენით საქართველოში სხვადასხვა ტიპის ბიზნესის განვითარებისთვის“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1760534302

საზოგადოება

82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია

82 ხმით პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ლევან ნემსაძის და მიხეილ ჯინჯოლიას კანდიდატურებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. ლევან...

უზენაეს სასამართლოში

1760533349

ახალი ამბები

სუსი: ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით სუსი განცხადებას ავრცელ...

სუსისუსი

1760530823

ახალი ამბები

ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მე...

ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა

1760530595

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ელჩთან შანხაის იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხ...

მარიამ ქვრივიშვილ

1760530009

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის

საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ და ეს სხვადასხვა გლობალური ინდექსით დასტურდება, - ამის შესახებ...

ირაკლი კობახიძე