სრულიად სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

სრულიად სერბეთის პატრიარქსა და პეჩის მთავარეპისკოპოს და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტ პორფირეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პატრიარქი პორფირე საშობაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. მან 2021 წლის 10 იანვარს თავი შეუძლოდ იგრძნო, ხოლო დღეს, 11 იანვარს აღებულმა კოვიდტესტმა კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურა.

სრულიად სერბეთის პატრიარქი პორფირე სამოცი წლისაა. ცნობილია, რომ ის კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით არ არის აცრილი.

“პატრიარქს აღენიშნება ვირუსული ინფექციის ძალიან მსუბუქი სიმპტომები, დანიშნულია შესაბამისი მკურნალობა და იტარებს ყველა ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებას”, – ნათქვამია სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქ პორფირეს წინამორბედი სრულიად სერბეთის პატრიარქი ირინეოსი 2020 წლის 20 ნოემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა. კორონავირუსით ასევე გარდაიცვალნენ სერბეთის საპატრიარქოს სამი მღვდელმთავარი და ერთი მღვდელმთავარყოფილი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵შენი მეოთხედი რომ ჰქონდეს სხვა მღვდლებს, არავინ შემეცოდებოდა… ვაკეს არა, ღმერთს ემსახურე გულით და იმის იქითაც გაიხედე - მამა პეტრე მამა შალვას უპირისპირდება

🔵იუნესკო ლაშქარავას საქმეზე საქართველოს ხელისუფლებას გაზაფხულზე მიმართავს

🔵ქართველმა ბანმა იტალიაში კლასიკური მუსიკის კონკურსში გაიმარჯვა

🔵ინდოეთში კაცი 12-ჯერ აიცრა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794764373

ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

1794761277

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...

ახალნათელღებული შეემატა

1794759304

მსოფლიო

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...

ირანმა ბაჰრეინში

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ