შენი მეოთხედი რომ ჰქონდეს სხვა მღვდლებს, არავინ შემეცოდებოდა… ვაკეს არა, ღმერთს ემსახურე გულით და იმის იქითაც გაიხედე - მამა პეტრე მამა შალვას უპირისპირდება
ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ, მამა პეტრე სასულიერო პირს უპირისპირდება. ამჯერად, სვეტიცხოვლისტაძრის მღვდელმსახური შალვა კეკელიას მიმართავს და მორალის კითხვისგან თავის შეკავებას ურჩევს.
“მამა შალვა კეკელის უთქვამს თუ დაუწერია, მღვდლის პირისან წუწუნი მიუღებელიაო…
მამა შალვა, რამდენ მღვდელს იცნობ თავად, ვისაც ძალიან უჭირს და განიცდის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს… რამდენს იცნობ, ვისაც პური ფული არ აქვს და მშიერი უკვდება ოჯახი, რამდენს იცნობ, ვინც კომუნალურებს ვერ იხდის და ამის გამო ან სესხულობს, ან მათხოვრობს…
თუ არ იცნობ, აუცილებლად გაგაცნობ, ან სიას გამოვიგზავნი და ჩამოურეკე…
კეკლუცობას თავი დაანებე და ადამიანობა ისწავლე…
თუ რამის თავი გაქვს, მოიკითხე ადამიანები და მხარში დაუდექი, თუ არადა, მორალის კითხვას თავი დაანებე, შენს ძვირადღირებულ შესამოსლებში გამოეწყვე და გულით დაგვლოცე, მორალურად მაინც დაგვიდექი…
ღმერთმა დაგილოცოს ოჯახი, მადლი და წყალობა არ მოგაკლოს, გული გონიერი მოგცეს და იესომ გიწინამძღვროს, მაგრამ შენგან ჭკუის დარიგებას ვერ მივიღებ, ბევრი რამის გამო და აქ არ დავწერ ამას, რეების გამოც…
შენი მეოთხედი რომ ჰქონდეს სხვა მღვდლებს, არავინ შემეცოდებოდა…
ყველას რაღაც საშველი დაადგებოდა!..
ვაკეს არა, ღმერთს ემსახურე გულით და იმის იქითაც გაიხედე…
ბევრ რამეს არ დავწერ, არც მოგწერ და არც მომავალში ვიტყვი… ამ მჩვევია საჯარო პაექრობა…
ეჰ, მამა შალვა, მამა შალვა!..
კარგი, აღარ ვიტყვი!.. იმედია არც დამჭირდება!..” – წერს მამა პეტრე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ქართველმა ბარიტონმა იტალიაში კლასიკური მუსიკის კონკურსში გაიმარჯვა
🔵ჩვენი ბედი წყდება, ღმერთო დაიფარე საქართველო! - თინა ხიდაშელი
1795592243
ახალი ამბებიფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
გავრცელებული ცნობით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ახალგაზრდა კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო. ის და...
1795591048
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცებს“ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს
„კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აჩვენებენ“, - ამის შესახე...
1795590552
მსოფლიო2025 წელს 200 000 ქალი გერმანიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა
2025 წელს გერმანიაში დაახლოებით 200 000 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ქალების და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის რაოდენობა პრაქტიკულად ყველა კატეგორიაში გაიზარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუ...
1795589831
ახალი ამბებისამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მრ...
1795588758
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო...































