Deutsche Welle: ბერლინის პროკურატურამ მერცის შეურაცხყოფის გამო 18 წლის ბიჭის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ბერლინის პროკურატურამ 18 წლის სკოლის მოსწავლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის შეურაცხყოფის გამო. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

საქმე ეხება 5 მარტს გამართულ დემონსტრაციას, რომლის დროსაც ადამიანები სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ წესს აპროტესტებდნენ. მიტინგში სახელწოდებით „სასკოლო გაფიცვა გაწვევის წინააღმდეგ“ მონაწილეობა რამდენიმე ათასმა სკოლის მოსწავლემ მიიღო.

გამოძიებას საფუძვლად დაედო პლაკატი, რომელიც ერთ-ერთ ახალგაზრდას ეკავა. პლაკატზე მერცის შესახებ უხამსი სიტყვები ეწერა. პლაკატი ამოიღეს, ხოლო მისი მესაკუთრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს.

როგორც ბერლინის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, საქმე აღძრულია მუხლით „ცილისწამება და პოლიტიკური თანამდებობის პირის მისამართით შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელება“. გერმანული კანონმდებლობით, ცილისწამება და პოლიტიკური თანამდებობის პირის მისამართით შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელება სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებაა და საპატიმრო სასჯელით ისჯება.

გერმანული სააგენტო dpa, თავის მხრივ, ავრცელეს ინფორმაციას, რომ ბოლო დროს მსგავსი გამოძიება გერმანიის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. მაგალითად, ქალაქ ჰაილბრონის პოლიცია ადრე აცხადებდა, რომ გამოძიებას აწარმოებდა მერცის მისამართით Facebook-ში გაკეთებული კომენტარის გამო. პოლიციაში აცხადებენ, რომ დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან შემოწმება დაიწყონ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772881778

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: ტატა ხვედელიანი ლადო ვარძელაშვილის სტუდენტურ თვითმმართველობაში იყო „ნაცების“ დროს და ეს ხალხი გვიტრიალდება, „ნაცები“ ხართო

რაც პანკისში მოხდა, ჩატაევი რომ შემოეპარათ ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელი გახარია არ არის? და ეს ხალხი გვიტრიალდება, რომ თქვენ „ნაცები“ ხართო, ეს გახარიას „აპარატჩიკი“ არარაობები საერთოდ, გაქცეული კუ...

ტტტ

1772880089

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები

იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულე...

ლევან მაჭავარიანი

1772879060

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქ...

პროკურატურა

1772877698

მსოფლიო

დუბაის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა

დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა. შესაბამისი ინფორმაცია აეროპორტმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე გაავრცელა. ამავდროულად ადმინისტრაცია მოუწოდებს მგზავრებს არ გამოცხადდნენ ა...

დუბაის აეროპორტ

1772875231

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ვიზალიბერალიზაცია რადიკალების ბოლო მცდელობაა საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად

ნინო ლომჯარიას გერმანიის ელჩთან შეხვედრის საკითხზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ შეხვედრის ირგვლივ „მალვისა და ფარულობის არჩევა“...

 დიმიტრი ხუნდაძე