უკრაინული მედია: უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას - ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნულ რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნულ რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს.

აღნიშნულ მონაცემებს სოციალური კვლევების ცენტრ SOCIS-ის მიერ 28 ივლისიდან 2 აგვისტომდე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მოწმობს.

კვლევის დეტალები:

ვალერი ზალუჟნი: სრულად ენდობა გამოკითხულთა 27.8%, უფრო ენდობა - 37.1%, უფრო არ ენდობა - 11.6%, ხოლო საერთოდ არ ენდობა - 18.1%.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეექვსე ადგილზეა. მას სრულად ენდობა გამოკითხულთა 18%, უფრო ენდობა - 24.5%, უფრო არ ენდობა - 17%, ხოლო საერთოდ არ ენდობა - 37%.

რეიტინგში მეორე ადგილზეა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი, ხოლო მესამეზე - უპილოტო სისტემების ძალების სარდალი რობერტ „მადიარი“ ბროვდი.

გამოკითხვაში მონაწილეობა 2000-მა რესპონდენტმა მიიღო. კვლევა 2026 წლის 28 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვა არ ჩატარებულა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ლუგანსკის ოლქში, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ ზონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

კვლევის სტატისტიკური ცდომილება +/- 2,6%-ს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786033731

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: „ნაცსექტისათვის“ ავალიანის დედა საინტერესო იყო, როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, მაგრამ რაკი ეკა კუპატაძემ სახელმწიფოს დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი

ნაცსექტისათვის, რომლის კრებსით სახესაც ამ შემთხვევაში ნანული ჟორჟოლიანი წარმოადგენს, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე საინტერესო იყო, როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, პოლი...

ჯაბა ხუბუა

1786032170

საზოგადოება

აფხაზეთის მეომართა კავშირი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული, - აღნიშნულია აფხაზეთის მეომარ...

აფხაზეთის მეომართა კავშირი

1786031445

საზოგადოება

გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე...

პროკურატურ

1786030661

საზოგადოება

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური გიორგი ბარამიძეს მიმართავს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - „საქართველოს დაბადება“,...

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურ

1786028003

საზოგადოება

ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტ...

ზურაბ პატარაძე