რევაზ სოხაძე: დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული
დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“.
მინისტრმა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. კონტრაქტორი რამდენიმე დღეში დაიწყებს სამობილიზაციო სამუშაოებს. მივიღებთ თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც ასევე წელს დაიწყება. საბოლოო ჯამში, როდესაც მშენებლობები დასრულდება, მივიღებთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას კიდევ ერთხელ განამტკიცებს. კონკრეტულად სარფის მონაკვეთი არის 11.3 კმ სიგრძის, აქედან 7.6 კმ არის გვირაბი, რომელიც მეორე იქნება სიდიდით საქართველოში, მას შემდეგ, რაც აშენდა კობი-ქვეშეთის მონაკვეთზე 9-კილომეტრიანი გვირაბი. ამ მონაკვეთზე გვაქვს სამი ხიდი. ეს მთლიანად აარიდებს სატრანზიტო მოძრაობას ტურისტულ ზონას - ეს არის გონიო-კვარიათის ზონა. 48 თვეში უნდა დასრულდეს აღნიშნული პროექტი და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის.
დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული, თუმცა ეს არ არის ის პროექტები მხოლოდ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. იცით, რომ სტეფანწმინდის მიმართულებით ასევე მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები კობი-ქვეშეთის მონაკვეთზე. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობაზეც, ასევე ფასანაურში გვირაბთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, მათ შორის ადგილობრივებთან აქტიური კომუნიკაცია და დიდი იმედი მაქვს, მომავალ წელს ამ სამუშაოს დაწყებასაც შევძლებთ“, - აღნიშნა სოხაძემ.
1789132157
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6095 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6101 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1789131746
საზოგადოებაადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოის...
1789129637
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ლუსტრაცია მიმდინარეობს, თუ რა ხდებოდა ოპოზიციურ ბანაკში 2024 წლის არჩევნებამდე, ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელი არიან, მათ არანაირი მორალური შეზღუდვა არ აქვთ
„როგორც გავიგეთ, საარჩევნო სიებში ადგილები იყიდება და ფულს იღებენ იმის სანაცვლოდ, რომ ვიღაცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დააყენონ“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდო...
1789128396
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილს: „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, სააკაშვილის მრჩეველი, ბოკერიას მოადგილე - ამ „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ამორალურია თქვენი მხრიდან ინფორმაციის სისწორის გადამოწმება
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში თამარ კინწურაშვილის პოსტს პასუხობს და საზოგადოებას კინწურაშვილის „ნაცურ“ წარსულს ახსენებს. „ქალბატ...
1789127400
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: მარტა კოსის განცხადება უცნაური იყო, ევროკავშირს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატ ქვეყანას უკარნახოს, რომელი ქვეყნის ხელისუფლებასთან ჰქონდეს მეგობრული კავშირები
„ევროკავშირს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატ ქვეყანას უკარნახოს, რომელი ქვეყნის ხელისუფლებასთან თუ ადმინისტრაციასთან შეიძლება, ჰქონდეს მეგობრული კავშირები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სა...



























