ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
მომხსენებლის, მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებაზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში: 7111 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, გაიცა 28 ათასზე მეტი მითითება, შედგა 2584 გაფრთხილების ოქმი, 100-ზე მეტ შემთხვევაში მიღებული იქნა საქმიანობის შეჩერებისა და დაახლოებით 800-მდე შემთხვევაში გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე, ასევე 352 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისი დარღვევის არარსებობის გამო.
მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის კუთხით შემოწმდა 4312 ობიექტი, მათ შორის, გაიცა 2400 ათასზე მეტი მითითება და ინსპექტირებები 42 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს შეეხო.
როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, დარღვევები შემდეგ საკითხებს უკავშირდება: ობიექტზე სრულად არ არის ჩატარებული სწავლება/ინსტრუქტაჟები; დასაქმებულები სრულად არ არიან აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; ობიექტზე არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობები/ფუნქციები; ობიექტზე არ არის განთავსებული უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნები და სხვა.
მთავარი შრომის ინსპექტორის განცხადებით, 1,4% -ით გაიზარდა იმ ობიექტების რაოდენობა, რომელთა ინსპექტირება ჩატარდა, ხოლო 38%-ით შემცირდა სანქციის გამოყენების მაჩვენებელი.
რაც შეეხება შრომითი უფლებებზე ზედამხედველობას, როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, განხორციელდა 2799 ინსპექტირება, პირველადად შემოწმდა 1664 ობიექტი, გაიცა 3600-ზე მეტი მითითება და ინსპექტირება 35 ათასამდე დასაქმებულ პირს შეეხო.
მისივე თქმით, 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს შრომით უფლებებზე ინსპექტირების მაჩვენებელი 1.3%-ით არის გაზრდილი.
შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ამკრძალავ ნორმებზე ზედამხედველობის საკითხების განხილვისას, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ 2025 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 233 ინსპექტირება ჩატარდა და დისკრიმინაციის 70 ფაქტი დადგინდა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ მთავარმა შრომის ინსპექტორმა კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა.
1789127400
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: მარტა კოსის განცხადება უცნაური იყო, ევროკავშირს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატ ქვეყანას უკარნახოს, რომელი ქვეყნის ხელისუფლებასთან ჰქონდეს მეგობრული კავშირები
„ევროკავშირს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატ ქვეყანას უკარნახოს, რომელი ქვეყნის ხელისუფლებასთან თუ ადმინისტრაციასთან შეიძლება, ჰქონდეს მეგობრული კავშირები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სა...
1789125414
ახალი ამბებიპროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შე...
1789124467
ახალი ამბებიპატრიარქი: იოანე ნათლისმცემელი იყო სინანულის დიდი მოძღვარი, დღეს უნდა ვევედროთ მას, რომ სინანული გვასწავლოს, ამის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს
11 სექტემბერი წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ, წირვა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. პატრიარქმა...
1789124330
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო
„რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფო...
1789123988
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები, ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დღეს არის საბჭოთა კავშირის ნომენკლატურა, რომელსაც უნდა, დაგვიწესოს, როგორ ვიცხოვროთ
„კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები – ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დღეს არის საბჭოთა კავშირის ნომენკლატურა, რომელსაც უნდა, დაგვიწესოს, როგორ ვიცხოვროთ“, – ამის შესახებ სა...





























