საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვებიდან 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვებიდან 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

მიხეილ ყაველაშვილი საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრთან - შალვა გოგოლაძესთან, თბილისის მერთან - კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში ფასდაუდებელია.

„ის, რაც თამაშის დამთავრების შემდეგ მაშინ მთელ საქართველოში, თბილისში ყველა ოჯახში სუფევდა, იყო ერის ზეიმი, სახალხო დღესასწაული. ასაკის მიუხედავად, ყველა ზეიმობდა. სწორედ ეს ძალა აქვს ფეხბურთს. მადლობა უფალს, რომ საქართველო გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანების ქვეყანაა. ეს განსაკუთრებულად ჩანს სპორტში. ბოლო წლებში განებივრებული ვართ ჩვენი სპორტსმენების მიღწევებით, წელი და თვე არ გავა, რომ არ გვასახელონ და გაგვახარონ. მე, როგორც ხელისუფალს, ყოფილ სპორტსმენს, დიდი სიამაყე მეუფლება, რომ ასეთი წარმატებულია ჩვენი სპორტი, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არა თუ ლიმიტია, არამედ საწყისი ეტაპია იმის, რომ ამ უდიდესი ნიჭის მქონე ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება ელოდება სპორტის სფეროში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას ყველანაირი პირობა აქვს იმისა, რომ ქართული ფეხბურთი მაღალ დონეზე იყოს განვითარებული.

„არ არსებობს მოვლენა, არ არსებობს სფერო, რომ შეედრებოდეს ფეხბურთის მასშტაბურობას და სიხარულს. უსაზღვრო აღმაფრენის განცდა აქვს თითოეულ ადამიანს, როგორი სიხარულია, როცა შენი ნაკრები იგებს. სწორედ 81-ის თაობა იყო, რომელმაც, იმ პატარა ბიჭებს, მოგვანიჭეს ეს უსაზღვრო აღმაფრენის განცდა, რომ გავდიოდით ქუჩაში და დილიდან დაღამებამდე ვთამაშობდით ფეხბურთს.

მინდა, რომ ეს უსაზღვრო აღმაფრენა ჩვენს რეალობაში არ დაიკარგოს და ყოველთვის იყოს, რადგან, რომ არა ეს განცდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით. ჩვენ ყველა პირობა გვაქვს იმისა, რომ ქართული ფეხბურთი იყოს მაღალ დონეზე და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით და სწორედ ეს წარმატება, რომელიც 81-ის წარმატებაა, იქნება საწინდარი, რომ ჩვენი ფეხბურთი იქნება უძლიერესი და სისტემატურად მოხვდება ევროპაზეც და მსოფლიო ჩემპიონატზეც“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის შემოქმედები გაიხსენა, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო, ხოლო ვეტერან ფეხბურთელებს მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვა.

„ამ დიდ ტრიუმფს ჰყავს შემოქმედები, რომლებიც სამწუხაროდ დღეს ფიზიკურად ჩვენთან აღარ არიან, დიდება და პატივი მათ ხსოვნას. მათი დიდება არასდროს დაიკარგება საქართველოში. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, ჩვენი ლეგენდების წინაშე. მინდა ვუსურვო მათ მხნეობა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ ყოველთვის იამაყოს მათით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვებიდან 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778691967

ახალი ამბები

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის - „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ - პრეზენტაციას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის - „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ - პრ...

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე

1778688125

ახალი ამბები

14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს....

მოძრაობა აიკრძალა

1778686196

ახალი ამბები

„LGBTIQ+ იდენტობა არ საჭიროებს მკურნალობას“ - ევროკომისია კონვერსიული პრაქტიკის აკრძალვის პირობას დებს

ევროკომისია გამოეხმაურა ევროპის მოქალაქეთა ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ე.წ. „კონვერსიული პრაქტიკის“ - ორიენტაციის შეცვლისკენ მიმართული ინტერვენციე...

ევროკომისია

1778684404

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატ...

პროკურატურა

1778683373

ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაცია: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ადმინისტრაციის განმარტე...

მთავრობა