ირაკლი ქადაგიშვილი დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმაზე: საბჭოთა პერიოდშიც საქართველოში იყო ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, იგივე რეჟიმშია ევროკავშირი, თავისუფალ სიტყვას ებრძვის

„საბჭოთა პერიოდშიც საქართველოში იყო ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, მიუხედავად ყველაფერისა ჩვენ ვახერხებდით, პირადადაც ვიყავი ჩართული, თავისუფალი სიტყვის გავრცელებას. საბჭოთა კავშირი ამას ებრძოდა. დღეს რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, სამწუხაროდ იგივე რეჟიმშია ევროკავშირი გადასული - თავისუფალ სიტყვას ებრძვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, დამოუკიდებელ ქართულ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით მოლდოვისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ევროკავშირში, როგორც საბჭოთა კავშირში, ბლოკავენ მედიას, რომელიც ერთიან იდეოლოგიურ ჩარჩოში არ ზის.

„მათ უნდათ, რომ იგივე წესები იყოს ყველგან, როგორიც არის ევროკავშირში, როდესაც თუ მედია არ ზის მეინსტრიმში, როგორც საბჭოთა კავშირში, ერთიან იდეოლოგიურ ჩარჩოში, მაშინ ის მედია დაბლოკილი უნდა იყოს.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, მათ ერთი დღე ვერ აიტანეს კრიტიკული კითხვის დასმა. ცოტა ხანს უფრო ღრმად შემოიხედონ ქართულ პარლამენტში, ქართულ მედიასივრცეში, ნახონ როგორი არის რეალური სიტყვის თავისუფლება, როგორი არის მედია მრავალფეროვნება. დღეს საქართველო სიტყვის თავისუფლების ფლაგმანი გახლავთ. ეს არ არის მარტივი მოსაპოვებელი. ეს არის ჩვენი გზა, საქართველოს გზა. საქართველო თავისუფლებისთვის ბრძოლის გზას აგრძელებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778691967

ახალი ამბები

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის - „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ - პრეზენტაციას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის - „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ - პრ...

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე

1778688125

ახალი ამბები

14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს....

მოძრაობა აიკრძალა

1778686196

ახალი ამბები

„LGBTIQ+ იდენტობა არ საჭიროებს მკურნალობას“ - ევროკომისია კონვერსიული პრაქტიკის აკრძალვის პირობას დებს

ევროკომისია გამოეხმაურა ევროპის მოქალაქეთა ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ე.წ. „კონვერსიული პრაქტიკის“ - ორიენტაციის შეცვლისკენ მიმართული ინტერვენციე...

ევროკომისია

1778684404

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატ...

პროკურატურა

1778683373

ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაცია: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ადმინისტრაციის განმარტე...

მთავრობა