ზელენსკი: ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი თავი, ევროპა თუ ვერ აღიქმება გლობალურ ძალად, მაშინ იქნება მუდამ რეაგირების რეჟიმში, ყოველთვის დაგვიანებული, ჩამორჩენილი

პუტინი თუ გადაწყვეტს ლიეტუვის დაკავებას ან პოლონეთზე დარტყმას, ვინ უპასუხებს? დღეს ნატო არსებობს რწმენის წყალობით, რომ აშშ იმოქმედებს, მაგრამ თუ არ იმოქმედა? ეს კითხვა დღეს ყველა ევროპელი ლიდერის გონებაშია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ზოგიერთი ცდილობს პრეზიდენტ ტრამპთან დაახლოებას, ზოგი ელოდება, რომ პრობლემა თავისთავად გაქრება, ზოგი კი ინვესტიციას ახორციელებს შეიარაღებასა და თავდაცვაში.

„გავიხსენოთ, ვიდრე ამერიკამ არ მოახდინა ზეწოლა, ქვეყნების უმეტესობა არც კი ცდილობდა თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის დახარჯვას. ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი თავი. ევროპა თუ ვერ აღიქმება, როგორც გლობალური ძალა, თუ მისი ქმედებები არ აშინებს ცუდ აქტორებს, მაშინ ევროპა იქნება მუდამ რეაგირების რეჟიმში – ყოველთვის დაგვიანებული, ყოველთვის ჩამორჩენილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა ხედავს, რომ არსებობს ძალა, რომელიც ცდილობს ევროპის განადგურებას და ამას არცერთი დღით არ წყვეტს.

„ისინი თავისუფლად მოქმედებენ, მათ შორის თვით ევროპის შიგნითაც. რუსული რაკეტები მხოლოდ იმიტომ იწარმოება, რომ სანქციების გვერდის ავლით იძენენ კრიტიკულ კომპონენტებს. ეს ყველასთვის ცნობილია. ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინელების გაყინვას – ჩვენი ხალხის გაყინვას სიკვდილამდე, როცა ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსს აღწევს, მაგრამ რუსეთი ვერცერთი ბალისტიკური ან ფრთოსანი რაკეტის წარმოებას ვერ შეძლებდა კრიტიკული კომპონენტების გარეშე, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან მოდის. ეს მხოლოდ ჩინეთი არ არის. ძალიან ხშირად ადამიანები იმალებიან იმ არგუმენტის უკან, თითქოს მხოლოდ ჩინეთი ეხმარება რუსეთს.

დიახ, ჩინეთი ეხმარება, მაგრამ არა მხოლოდ ის. რუსეთი იღებს კომპონენტებს კომპანიებისგან ევროპაში, შეერთებულ შტატებში და ტაივანშიც კი. დღეს ბევრი საუბრობს ტაივანის გარშემო დესტაბილიზაციაზე, ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ შეუძლიათ თუ არა, ტაივანურმა კომპანიებმა შეწყვიტონ რუსული ტერორისთვის კომპონენტების მიწოდება? ევროპა თითქმის არაფერს ამბობს. ამერიკაც არაფერს ამბობს და პუტინი ამას იყენებს. დღეს ისინი უკრაინას ურტყამენ, ხვალ ეს შეიძლება, ნატოს ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდეს. ამავე დროს, ევროპაში გვირჩევენ: არ ახსენოთ „ტომაჰავკები“, ამერიკელებთან „განწყობა არ გააფუჭოთ“, არ ახსენოთ TAURUS-ის რაკეტები – „გერმანიას არ აწყენინოთ“. ხოლო როცა საქმე საბერძნეთს ეხება, ამბობენ, „ფრთხილად იყავით, ევროპაში შიდა დაპირისპირება არ გამოიწვიოთ“.

ზედმეტად ბევრი შიდა უთანხმოება, ზედმეტად ბევრი კომპლექსი და ზედმეტად ბევრი „წითელი ხაზი“ უშლის ევროპას ხელს, გაერთიანდეს და გულწრფელად ისაუბროს, რათა რეალური გადაწყვეტილებები იპოვოს. ძალიან ხშირად ევროპელები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან – ლიდერები, პარტიები, მოძრაობები, საზოგადოებები, ნაცვლად იმისა, ერთად დაუდგნენ წინ რუსეთს, რომელსაც ყველასთვის ერთნაირი განადგურება მოაქვს.

გლობალურ ძალად ქცევის ნაცვლად, ევროპა რჩება ლამაზ, მაგრამ დანაწევრებულ კალეიდოსკოპად – მცირე და საშუალო სახელმწიფოების ერთობლიობად, მაშინ, როცა შეეძლო, თავისუფლების დაცვაში ლიდერის როლი შეეთავსებინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის ყურადღება სხვა მიმართულებით გადადის. ევროპა თითქოს დაკარგულია, ცდილობს, დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, შეიცვალოს, მაგრამ ის არ შეიცვლება. ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ასეთ ევროპას ვერ მოუსმენს.

ზოგი ევროპელი ძლიერია – დიახ, ეს მართალია, მაგრამ ძალიან ბევრს უყვარს თქმა: „უნდა დავდგეთ მტკიცედ“ და ამავე დროს ელოდება, ვიღაც სხვა ეტყვის, რამდენ ხანს უნდა იდგეს ასე – სასურველია შემდეგ არჩევნებამდე, მაგრამ ასე დიდი ძალები არ მოქმედებენ. დიდი ძალა ასე არ მოქმედებს. დიდი ძალა ამბობს: „ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპული ინტერესები“ და არ ელოდება, რომ ამას ვიღაც სხვა გააკეთებს მის ნაცვლად. ამბობენ, რომ საჭიროა, რაღაცით ჩანაცვლდეს ძველი მსოფლიო წესრიგი, მაგრამ სად არიან ლიდერები, რომლებიც მზად არიან, იმოქმედონ? იმოქმედონ ახლა ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე ახალი გლობალური წესრიგის ასაშენებლად. ახალი მსოფლიო წესრიგი სიტყვებით ვერ შენდება, რეალური წესრიგი ქმედებიდან მოდის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769097524

მსოფლიო

„არც ერთ დარღვევას არ შევეგუებით“ - მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსული ნავთობტანკერი დააკავა

არც ერთ დარღვევას არ შევეგუებით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საფრანგეთის საზღვაო ძალები რუსეთიდან მომავალ ტანკერზე გადასხდნენ და ხომალდი უკა...

ემანუელ მაკრონი

1769096226

ახალი ამბები

სუსი: 21 იანვარს ოკუპირებულ სოფელ წინაგარასთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

21 იანვარს ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქა...

სუსისსუსის

1769094742

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ძალიან დიდი ალბათობით, აპრილისთვის სურსათის ფასების შემცირება დაიწყება

„ჩვენ დავპირდით საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ძალიან დეტალურ შესწავლას გავაკეთებთ. უკვე ვხედავთ გარკვეულ წერტილებს, სადაც შესაძლებელია ფასების შემცი...

ლევან მაჭავარიანი

1769092898

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: სააკაშვილის პოლიტიკური სიურპრიზის ეფექტი მკვდარია, არაჟანთან შემოპარვას, არა თუ რევოლუცია, საგრძნობი მღელვარებაც კი არ გამოუწვევია საზოგადოებაში

„სააკაშვილის პოლიტიკური სიურპრიზის ეფექტი მკვდარია“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას - „მე...

 ცოტნე ანანიძე

1769091557

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი 20 ივნისის საქმეზე: იკვეთება სერიოზული ბრალეულობა ბატონი გახარიას მიმართ, იგი არის გაქცეული - გაქცეულია იმიტომ, რომ იცის, ეს თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა იყო

იკვეთება სერიოზული ბრალეულობა ბატონი გახარიას მიმართ. იგი არის გაქცეული - გაქცეულია იმიტომ, რომ იცის, ეს თავიდან ბოლომდე მისი პასუხისმგებლობა იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი