ეკა სეფაშვილი: კარტელური გარიგება არის გარიგება, როდესაც ბაზრის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ერთსა და იმავე პირობებს სთავაზობს ბაზარს ისე, რომ მიმღებ მხარეს სხვა გამოსავალს არ უტოვებს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა და შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებულ ფასებს და მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებს დაიცავს.

„სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა“, - განაცხადა დეპუტატმა და განმარტა რა რისკებს ქმნის ბაზარზე ძალაუფლების კონცენტრაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი კარტელური გარიგებების გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება.

„სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა და ასეთი პირობების უზრუნველყოფისთვის საჭიროა სწორედ ისეთი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც შედეგად მოიტანს ფასების დარეგულირებას საბაზრო პრინციპების შესაბამისად, სადაც ასევე დაცული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესები - როგორც მწარმოებლების, ასევე მიმწოდებლების თუ ცალკეული იმპორტიორების.

ესეც მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ყველა მონაწილეს თანაბარი კონკურენციისა და მოპყრობის იმედი ჰქონდეს, რომ ფასები განისაზღვროს საბაზრო პრინციპების შესაბამისად და არა იმიტომ, რომ რამდენიმე მსხვილი მონაწილე ფლობს ძალაუფლებას და აქვს საშუალება, რომ ფასები გაზარდონ.

საქმე ეხება კარტელურ გარიგებებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კარტელური გარიგება არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ რაიმე სახის დოკუმენტია გაფორმებული. ეს არის გარიგება, როდესაც ბაზრის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ერთსა და იმავე პირობებს სთავაზობს ბაზარს ისე, რომ მიმღებ მხარეს სხვა გამოსავალი არ გააჩნია, რადგან სხვა ეკონომიკური აქტორი არ არსებობს და უწევს ასეთ კაბალურ პირობებზე დათანხმება.

ამ კომისიის მიზანი სწორედ ეს არის - რომ ასეთი ტიპის სისტემური დარღვევები, რომლებიც არ შეესაბამება საბაზრო პრინციპებს, გამოვავლინოთ და, ჩემი აზრით, პარლამენტის სპეციალური კომისიის ამოცანა უნდა იყოს, რომ ასეთ შემთხვევებს დაუპირისპიროს შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769110943

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხზე, რადგან სუფთად ვმუშაობთ, ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან

მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...

ირაკლი კობახიძე

1769109197

მსოფლიო

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ტრამპის შეთანხმებაზე: სუვერენიტეტი ჩვენი წითელი ხაზია

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, აშშ-ის მიერ შეთავაზებული შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა, რომ მასში არქტიკული კუნძულის სუვერენიტეტი უნდა იყოს გათვალისწინებული. გრენლანდიის მ...

ფრედერიკ ნილსენი

1769107011

ახალი ამბები

ზელენსკი: ტრამპი პუტინთან თანაბარ პირობებში აწარმოებს დიალოგს და შეუძლია ომის შეჩერება

ამერიკის ლიდერს დონალდ ტრამპს შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება, რადგან ის რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან თანაბარ პირობებში აწარმოებს დიალოგს და შეერთებული შტატები რუსეთზე ბევრად ძლიერია, - ამის შე...

ზელენსკი

1769104101

მსოფლიო

ზელენსკი: ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი თავი, ევროპა თუ ვერ აღიქმება გლობალურ ძალად, მაშინ იქნება მუდამ რეაგირების რეჟიმში, ყოველთვის დაგვიანებული, ჩამორჩენილი

პუტინი თუ გადაწყვეტს ლიეტუვის დაკავებას ან პოლონეთზე დარტყმას, ვინ უპასუხებს? დღეს ნატო არსებობს რწმენის წყალობით, რომ აშშ იმოქმედებს, მაგრამ თუ არ იმოქმედა? ეს კითხვა დღეს ყველა ევროპელი ლიდერის გონე...

ზელენსკი

1769102819

ახალი ამბები

ქეთევან ტურიაშვილი: ამდენი წელია უსამშობლოების მხრიდან გვესმოდა ერთი დიდი ტყუილი, რომ თურმე „კარფური“ ბიძინა ივანიშვილის იყო

ამდენი წელია უსამშობლოების მხრიდან გვესმოდა ერთი დიდი ტყუილი, რომ თურმე „კარფური“ ბიძინა ივანიშვილის იყო და ბიზნესს აწარმოებდა საქართველოში. დღეს, როცა ცნობილი გახდა, რომ სუს-ი კარფურის ფასებს შეისწავ...

ქეთევან ტურიაშვილი