ზელენსკი: ტრამპი პუტინთან თანაბარ პირობებში აწარმოებს დიალოგს და შეუძლია ომის შეჩერება
ამერიკის ლიდერს დონალდ ტრამპს შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება, რადგან ის რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან თანაბარ პირობებში აწარმოებს დიალოგს და შეერთებული შტატები რუსეთზე ბევრად ძლიერია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეს მათი გადასაწყვეტია, გააგრძელებენ თუ არა ომს. თუმცა, ჩვენ გვსურს ამ ომის შეჩერება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ომის შეჩერება, რადგან ის პუტინთან დიალოგს აწარმოებს. ის პუტინთან დიალოგს თანაბარ პირობებში აწარმოებს“, - აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები რუსეთზე გაცილებით ძლიერია.
მან დასძინა, რომ უკრაინის ომის გამოცდილების გამო, აშშ-ის არმია რუსულზე გაცილებით ძლიერია.
„მათ კომპრომისების პოვნა სურთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ ღია ვართ სხვადასხვა ნაბიჯებისთვის და მე ვთქვი, რომ რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა დაუშვან გარკვეული კომპრომისები. ასე რომ, რუსები ამ ომს ვერ მოიგებენ. მათ არ მოუგიათ და ვერც გაიმარჯვებენ“, - დასძინა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ არის დარწმუნებული რუსეთის ლიდერის სურვილში, დაასრულოს ომი იმ სიტუაციაში, რომელშიც ის იმყოფება.
1769109197
მსოფლიოგრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ტრამპის შეთანხმებაზე: სუვერენიტეტი ჩვენი წითელი ხაზია
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, აშშ-ის მიერ შეთავაზებული შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა, რომ მასში არქტიკული კუნძულის სუვერენიტეტი უნდა იყოს გათვალისწინებული. გრენლანდიის მ...
1769107124
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: კარტელური გარიგება არის გარიგება, როდესაც ბაზრის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ერთსა და იმავე პირობებს სთავაზობს ბაზარს ისე, რომ მიმღებ მხარეს სხვა გამოსავალს არ უტოვებს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა და შესაბამისი კანონმდებლობის შექმნ...
1769104101
მსოფლიოზელენსკი: ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი თავი, ევროპა თუ ვერ აღიქმება გლობალურ ძალად, მაშინ იქნება მუდამ რეაგირების რეჟიმში, ყოველთვის დაგვიანებული, ჩამორჩენილი
პუტინი თუ გადაწყვეტს ლიეტუვის დაკავებას ან პოლონეთზე დარტყმას, ვინ უპასუხებს? დღეს ნატო არსებობს რწმენის წყალობით, რომ აშშ იმოქმედებს, მაგრამ თუ არ იმოქმედა? ეს კითხვა დღეს ყველა ევროპელი ლიდერის გონე...
1769102819
ახალი ამბებიქეთევან ტურიაშვილი: ამდენი წელია უსამშობლოების მხრიდან გვესმოდა ერთი დიდი ტყუილი, რომ თურმე „კარფური“ ბიძინა ივანიშვილის იყო
ამდენი წელია უსამშობლოების მხრიდან გვესმოდა ერთი დიდი ტყუილი, რომ თურმე „კარფური“ ბიძინა ივანიშვილის იყო და ბიზნესს აწარმოებდა საქართველოში. დღეს, როცა ცნობილი გახდა, რომ სუს-ი კარფურის ფასებს შეისწავ...
1769101462
ახალი ამბებიოზურგეთში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. როგორც ადგილიდან თვითმხილველები იტყობინებიან, ხანძარი...































