გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ტრამპის შეთანხმებაზე: სუვერენიტეტი ჩვენი წითელი ხაზია

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, აშშ-ის მიერ შეთავაზებული შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა, რომ მასში არქტიკული კუნძულის სუვერენიტეტი უნდა იყოს გათვალისწინებული.

გრენლანდიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 23 იანვარს გამოცხადებული შეთანხმების დეტალების შესახებ. თუმცა, მან დასძინა, რომ მასზე იმუშავებს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლები შედიან.

მან დასძინა, რომ გრენლანდიას სამომავლო შეთანხმებებთან დაკავშირებით „წითელი ხაზები“ აქვს. ეს შეთანხმებები კუნძულის სუვერენიტეტსა და მინერალურ რესურსებს ეხება.

ამავდროულად, ნილსენის თქმით, გრენლანდია ეთანხმება კუნძულზე ნატოს სამხედრო ყოფნის გაზრდას.

„გუშინდელი დისკუსიები საერთო მიზანზე იყო ორიენტირებული. რაზეც შევთანხმდით: ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ არქტიკის უსაფრთხოებისთვის. რამდენიმე დღის წინ გრენლანდიისა და დანიის წარმომადგენლებმა რუტესთან მოლაპარაკებები გამართეს. ჩვენ ჩვენი წითელი ხაზები გავაცანით“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

ნილსენმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის რიტორიკა მიუღებელი იყო.

„რიტორიკა მიუღებელი იყო. ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ერთმანეთს მომავალში“, - დასძინა მან.

თუმცა, მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ კვლავ დაამყარონ კარგი ურთიერთობები.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც ყოველ ღამე მუქარას ისმენ. წარმოიდგინეთ, როგორია გრენლანდიელებისთვის - ყოველდღე ისმენდნენ, რომ ვიღაცას შენი თავისუფლების წართმევა სურს“, - დასძინა ნილსენმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769114639

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება

ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1769113729

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას

ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სას...

ირაკლი კობახიძე

1769113665

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით

ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღები...

ირაკლი კობახიძე

1769113603

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ აიხსნება საქართველოს მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც დღემდე არის

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროკავშირი არ არის დამოუკიდებელი და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათი ბიუროკრატიებიც არ არის დამოუკიდებელი, - ამის...

ირაკლი კობახიძე

1769113397

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, რომ ფასების შემცირებისთვის არის სივრცე, მაღალი ფასნამატიდან გამომდინარე, მთავარია, დავადგინოთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი

ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვფიქრობთ, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის, მაღალი ფასნამატიდან გამომდინარე. ჩვენთვის მთავარია, დავადგინოთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. განსაკუთრებით მნიშვნელოვა...

ირაკლი კობახიძე