2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საქმიანობა 2023-2026 წლების სტრატეგიის შესაბამისად წარმართა, რომელიც სამ მთავარ პრიორიტეტს მოიცავდა - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ინსტიტუციური გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება. ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, ანგარიშის საჯაროდ წარდგენა წარმოადგენს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ემსახურება საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის განმტკიცებას.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ორივე საერთო არჩევნებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ ადმინისტრირება გაუწია ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, სადაც ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტისთვის იყო კენჭისყრაში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი. უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოების ჩატარების შედეგად საარჩევნო პროცესი ყველა ეტაპზე იყო სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული. საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვა და ორივე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

ღონისძიების მეორე ნაწილი „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაციას დაეთმო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ვებპლატფორმა საარჩევნო პროცესების მიმართ ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. ახალი ვებგვერდი disinfo.cec.gov.ge პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას და უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე.

რეესტრი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და სისტემატიზებულ პლატფორმას, სადაც თავმოყრილია ის დეზინფორმაციული განცხადებები და ნარატივები, რომელთა მიზანია საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბება და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.

აღსანიშნავია, რომ რეესტრში დეზინფორმაციასთან ერთად წარმოდგენილია შესაბამისი, გადამოწმებული და ფაქტებზე დამყარებული ზუსტი ინფორმაცია, რაც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სანდო ინფორმაცია პირველწყაროდან. პლატფორმა ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას და საარჩევნო პროცესების შესახებ ობიექტური აღქმის ჩამოყალიბებას.

ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „დეზინფორმაციის რეესტრი“ სხვა საშუალებებთან ერთად წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ღია კომუნიკაციის, პრევენციისა და ნდობაზე დაფუძნებული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად და მისი განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766050209

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ფულის მიცემა ნიშნავს ომს, არ მსურს, ევროპაში ომში ვიხილო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გაცემას, რადგან ეს ევროკავშირის ომში ჩართვას ნიშნავს. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ ეწინააღმდეგე...

ვიქტორ ორბანი

1766048206

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ვიდეო-კოლაჟს აქვეყნებს: ვისაც დაგაჯერეს, რომ „კამიტის” ზღაპრის უკან პოლიტიკური ინტერესი არ იმალებოდა, უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში „კამიტთან“ დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადე...

ლევან მაჭავარიანი

1766046112

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გამოძიება ჩატარდა, ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ევროპარლამენტში კიდევ ქიმიურ იარაღზე საუბრობენ, რაზეც უკვე თუთიყუშიც კი იცინის

ევროპარლამენტში გუშინ რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ იყო ჩვენება, რას ნიშნავს ჩავარდნილი ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე. ძალიან მარტივი დასანახავია პარალელები 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობასთ...

შალვა პაპუაშვილი

1766044176

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უფრო ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში ევროპელი პატრიოტების ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ევროპული იდენტობა და ევროკავშირი ევროპულ ღირებულებებს ეფუძნებოდეს

მნიშვნელოვანია, რომ უფრო ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში ევროპელი პატრიოტების ხმა. მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ევროპული იდენტობა და ევროკავშირი ევროპულ ღირებულებებს ეფუძნებოდეს, -...

შალვა პაპუაშვილი

1766042318

ახალი ამბები

ვის არ შეეხება ამნისტია ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე - შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავ...

მანქანის ტარება