მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სერბეთის სასახლეში“ გამართულ პირისპირ შეხვედრაზე კოლეგებმა საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ისაუბრეს არსებული მეგობრული კავშირების, კულტურული სიახლოვის, საერთო ღირებულებებისა და გამოწვევების თაობაზე, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სერბეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ფასეულია სერბეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

საქართველოს პრეზიდენტმა სერბი კოლეგა საქართველოში მიიწვია.

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766051849

ახალი ამბები

2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების,...

2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და „დეზინფორმაციის რეესტრის“ პრეზენტაცია

1766050779

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.4(ML) მაგნიტუდის მიწისძვრა, თბილისის დროით 13:26 საათზე, ქალაქი მცხ...

ზოგადი

1766050209

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ფულის მიცემა ნიშნავს ომს, არ მსურს, ევროპაში ომში ვიხილო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გაცემას, რადგან ეს ევროკავშირის ომში ჩართვას ნიშნავს. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ ეწინააღმდეგე...

ვიქტორ ორბანი

1766048206

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ვიდეო-კოლაჟს აქვეყნებს: ვისაც დაგაჯერეს, რომ „კამიტის” ზღაპრის უკან პოლიტიკური ინტერესი არ იმალებოდა, უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში „კამიტთან“ დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადე...

ლევან მაჭავარიანი

1766046112

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გამოძიება ჩატარდა, ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ევროპარლამენტში კიდევ ქიმიურ იარაღზე საუბრობენ, რაზეც უკვე თუთიყუშიც კი იცინის

ევროპარლამენტში გუშინ რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ იყო ჩვენება, რას ნიშნავს ჩავარდნილი ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე. ძალიან მარტივი დასანახავია პარალელები 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობასთ...

შალვა პაპუაშვილი