2025 წლის რთველის პროცესში დამატებითი ცხელი ხაზი ამოქმედდება

2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სახელმწიფო აგრძელებს მევენახე ფერმერების მხარდაჭერას ყურძნის მოსავლის შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით. რთველის დაწყებისთანავე ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, რათა მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლების შეკითხვებსა და მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე მოხდეს მყისიერი რეაგირება. დამატებითი ცხელი ხაზი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რთველის პროცესის შეუფერხებლად წარმართვას“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, განთავსებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს; შესყიდვის ფასები განისაზღვრა შემდეგნაირად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენი – 1,50 ლარი; „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშები – 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძენი, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1,00 ლარი; დაზიანებული/დაავადებული ყურძენი – 1,00 ლარი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755579632

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთ...

მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს

1755547280

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით

 ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით. არ არსებობს ადამიანი, რო...

ალექსანდრე

1755545316

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს: დღეს უკვე ვესაუბრე ვლადიმერ პუტინს და თქვენთან შეხვედრის დასრულების შემდეგაც, მას უნდა დავურეკო!

 ვაშინგტონში, თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც ისინი ევროპელ ლიდერებს შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სამიტის დაწყებამდე მას სატე...

ტრამპი

1755544008

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე: ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია!

 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. როგორც ზელენსკი ამბობს, მზადაა და ღიაა, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდე...

 ზელენსკიმ რუსეთის მიმართ ტრამპის რიტორიკა შეაქო

1755542446

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი გუბა საჯაია: ჩემთვის არახალია სირთულეები, ახალი გამოწვევები, 24/7-ზე ვიმუშავებ იმისთვის, რომ წინ წავწიო ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება

 „ჩემთვის არახალია სირთულეები, ახალი გამოწვევები, 24/7-ზე ვიმუშავებ იმისთვის, რომ წინ წავწიო ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება“, - ამის შესახებ წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გუბა საჯ...

გუბა საჯაია