ლევან მაჭავარიანი: ყველა მინდა გავაფრთხილო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, ის აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს.
„ჩვენ ეს ვიხილეთ ნოემბრის აქციებზე ამ დატრენინგებული ათასობით ადამიანისგან, რომელთა ნაწილი ფრანკლინის კლუბს წარმოადგენს, ნაწილი კონკრეტულად კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულის ფლანგია, ნაწილი მდიდარი ენჯეოების აქტივისტები არიან და იმავეს ვუყურებთ ახლა ჩვენ ლიეტუვაში. თუმცა ყველა მინდა გავაფრთხილო, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, ის აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით
გამოცემა „პრაიმ ტაიმი“ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს - ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება არასამთავრობოების „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს.
1755579632
საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთ...
1755547280
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით
ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით. არ არსებობს ადამიანი, რო...
1755545316
მსოფლიოდონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს: დღეს უკვე ვესაუბრე ვლადიმერ პუტინს და თქვენთან შეხვედრის დასრულების შემდეგაც, მას უნდა დავურეკო!
ვაშინგტონში, თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც ისინი ევროპელ ლიდერებს შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სამიტის დაწყებამდე მას სატე...
1755544008
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე: ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია!
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. როგორც ზელენსკი ამბობს, მზადაა და ღიაა, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდე...
1755542446
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი გუბა საჯაია: ჩემთვის არახალია სირთულეები, ახალი გამოწვევები, 24/7-ზე ვიმუშავებ იმისთვის, რომ წინ წავწიო ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება
„ჩემთვის არახალია სირთულეები, ახალი გამოწვევები, 24/7-ზე ვიმუშავებ იმისთვის, რომ წინ წავწიო ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება“, - ამის შესახებ წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გუბა საჯ...