ლუკა ეხვაია: უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ყირიმი და დონბასი დაკარგა, 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, ამ ყველაფრის ფონზე, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვა

უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ეს საკითხი სამუდამოდ ჩაიხურა, უკრაინამ ყირიმი და დონბასი დაკარგა, უკრაინიდან 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, უკრაინული ათობით ქალაქი მიწასთანაა გასწორებული, უკრაინული ეკონომიკა სულს ღაფავს და საგარეო დახმარებით ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული, რეცესიას ემატება ისიც, რომ უკრაინული წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგო-ინფრასტრუქტურა ჩამოშლილია, რის რეკონსტრუქციასაც მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ათობით წელი და ინტეგრალურად 525 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება, - ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი, ექსპერტი ლუკა ეხვაია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ ყველაფრის ფონზე, ცდილობენ, რომ საზოგადოება უკრაინის გამარჯვებაში დაარწმუნონ, რაც იმ მახინჯი იდეოლოგიზაციისა და უტიფარი პროპაგანდისტული კამპანიის შედეგია, რასაც დასავლური და მათი სატელიტი ადგილობრივი მედია თუ არასამთავრობოები, უკვე წლებია, ურცხვად განაგრძობენ.

ეხვაიას თქმით, მათ „მშვიდობა“ საქილიკო ტერმინად და პარტიულ მარკერად აქციეს და ხალხს სიმულაციაში აცხოვრებენ, თუმცა, საქართველოში ეს კამპანია დამარცხდა და მშვიდობის დისკურსმა გაიმარჯვა.

„უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ეს საკითხი სამუდამოდ ჩაიხურა, უკრაინამ ყირიმი და დონბასი დაკარგა, უკრაინიდან 15 მილიონამდე ადამიანია ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული, ასი ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა, უკრაინული ათობით ქალაქი მიწასთანაა გასწორებული, უკრაინული ეკონომიკა სულს ღაფავს და საგარეო დახმარებით ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული, რეცესიას ემატება ისიც, რომ უკრაინული წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგო-ინფრასტრუქტურა ჩამოშლილია, რის რეკონსტრუქციასაც მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ათობით წელი და ინტეგრალურად 525 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება. გარდა ამისა, სიღარიბის მაჩვენებელი ხუთჯერაა გაზრდილი, 7 მილიონზე მეტი უკრაინელი ომის პირობებში სიღარიბეში ცხოვრობს, მოსახლეობის 40%-ზე მეტმა სამსახური დაკარგა, სხვადასხვა პროექციის მიხედვით, 2051 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 25 მილიონამდე შემცირდება, რაც დემოგრაფიულ კატასტროფას ნიშნავს.

ამ ყველაფრის ფონზე, უკვე ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვა, რადგან ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს და რადგან ევროპა „ერთ მუშტადაა შეკრული“ - აი, ესაა იმ მახინჯი იდეოლოგიზაციისა და უტიფარი პროპაგანდისტული კამპანიის შედეგი, რასაც დასავლური და მათი სატელიტი ადგილობრივი მედია თუ ენჯეობი წლებია ურცხვად განაგრძობენ, „მშვიდობა“ საქილიკო ტერმინად და პარტიულ მარკერად აქციეს და ხალხს ისეთ სიმულაციაში აცხოვრებენ, რისი დასასრულიც მხოლოდ თვითდესტრუქცია შეიძლება იყოს.

საქართველოში ეს კამპანია და გარე ძალების გეოპოლიტიკური მიზნები დამარცხდა, მშვიდობის დისკურსმა გაიმარჯვა, ახლა უკვე დროა უფრო წინ წავიწიოთ და იმაზე ვიფიქროთ, რა უნდა დავაშენოთ მდგრად მშვიდობაზე“, - წერს ლუკა ეხვაია.

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1755582720

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ყველა მინდა გავაფრთხილო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, ის აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების...

ლევან მაჭავარიანი

1755580996

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის, სანქციები უნდა გამკაცრდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით მშვიდობისკენ ნაბიჯებს არ გადადგამს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაძლიერდება. მან აღნიშნა, რომ ტრამპ...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1755579632

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთ...

მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს

1755547280

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით

 ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით. არ არსებობს ადამიანი, რო...

ალექსანდრე

1755545316

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს: დღეს უკვე ვესაუბრე ვლადიმერ პუტინს და თქვენთან შეხვედრის დასრულების შემდეგაც, მას უნდა დავურეკო!

 ვაშინგტონში, თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც ისინი ევროპელ ლიდერებს შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სამიტის დაწყებამდე მას სატე...

ტრამპი