28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

 მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა უძღოდა.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლად წმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელ მარიამს ადიდებენ. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლად წმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ.

ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.

ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756302971

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: რეფორმამდე ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას, მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვლება მომავალში

„რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმ მასშტაბის მანკიერებები, რაც ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ დროული და აუცილებელი იყო. მიმდინარე პროცესებმა ცალსახად დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაი...

 მიხეილ სარჯველაძე

1756302534

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სოროსმა და მისი ფსიქოპათების ჯგუფმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა! ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯორჯ სოროსს და მის ვაჟიშვილს აშშ-ის ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ. „ჯორჯ სოროსს და მის...

დონალდ ტრამპი

1756300477

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6974 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, კურსი

1756298736

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი

„გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი“, - ამის შესახებ ფრაქცია...

ლევან მაჭავარიანი

1756295896

სპორტი

ვილი სანიოლმა თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი პირველი სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები შესარჩევი...

საქართველოს ნაკრები