თამთა მეგრელიშვილი: თეა წულუკიანზე ისეთი ხალხი წერს, ვინც მას ვერც განათლებით და ვერც ქვეყნისადმი სიყვარულით აჯობა - მასზე ბინძური ჭორების გავრცელება კიდევ ერთხელ ხაზგასმაა მის სიძლიერეზე პოლიტიკაში

თეა წულუკიანზე ისეთი ხალხი წერს ვინც მას ვერც განათლებით, ვერც გამბედაობით და ვერც ქვეყნისადმი სიყვარულით აჯობა. 2012 წლიდან დღემდე თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც სამაგალითო და ანგარიშგასაწევი ძალაა გუნდში და ქართული ოცნების არამხარდამჭერებშიც, - ასე ეხმიანება “ ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის თაობაზე აგორებულ დეზინფორმაციას.
მეგრელიშვილის განცხადებით, თეა წულუკიანზე “ბინძური ჭორების გავრცელება და მისი დამცირების მცდელობა კიდევ ერთხელ ხაზგასმაა მის სიძლიერეზე პოლიტიკაში”.
“თეა წულუკიანზე ისეთი ხალხი წერს ვინც მას ვერც განათლებით, ვერც გამბედაობით და ვერც ქვეყნისადმი სიყვარულით აჯობა.
2012 წლიდან დღემდე თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც სამაგალითო და ანგარიშგასაწევი ძალაა გუნდში და ქართული ოცნების არამხარდამჭერებშიც.
თავისი მაღალი პროფესიონალიზმით ამ ქალმა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსება და სიმართლე ბოლომდე დაიცვა და მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ რუსეთთან პოზიციურად საქართველის დასამარცხებლად ხელოვნურად შექმნილი “მტკიცებულებები” სამართლებრივად გააბათილა.
მან შეძლო და საქართველოს სმართლებრივი გამარჯვება მოუტანა რუსეთთან წაგებულ ომში.
ამ და სხვა არაერთ დიდ საქმესთან ერთად მან საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის რანგში სხვა ღირსეულ ადამიანებთან ერთად მოახერხა და შეაფასა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებები რამაც საფუძველი დაუდო ისტორიული დოკუმენტის შექმნას, გაჯერებულს მძიმე ფაქტებით დასტურად იმისა, რომ 2003 წლიდან 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმი იყო სისხლიანი და დაუშვებელია საქართველოს უახლეს ისტორიაში განმეორდეს ასეთი ფაქტი.
თეა წულუკიანის პროფესიონალიზმი, მისი საქმისადმი დამოკიდებულება, ქვეყნისადმი თავდადება და პიროვნული სისუფთავე უცხოა, არაორგანულია ყველა იმ ადამიანისათვის რომლებიც მას ამ ყოველივეში ვერ ეჯიბრებიან საკუთარი სიმცირის გამო და მხოლოდ იმაზე აპელირებენ რაც თავად მათ
ყველაზე კარგად გამოსდით.
ეხებიან მის პირად ცხოვრებას როცა მათ საკუთარ ცხოვრებას სუნი ასდის!
თეა წულუკიანი საკუთარი პოლიტიკური თუ ადამიანური ავტორიტეტით იმსახურებს საკუთარ მოქმედებებში თავისუფლებას და ვალდებული არ არის ანგარიში აბაროს ვინმეს რამეში, მაგრამ მაინც, მას კარგი ოჯახი ჰყავს, საოცარი შვილითა და სხვა ძვირფასი ადამიანებით და მასთან არაეთიკური წესებით ბრძოლა, მასზე ბინძური ჭორების გავრცელება და მისი დამცირების მცდელობა კიდევ ერთხელ ხაზგასმაა მის სიძლიერეზე პოლიტიკაში, თუმცა, ის ამ არაპოლიტიკურ ბრძოლასაც აუცილებლად მოგიგებთ როგორც ქალი!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.
1756302971
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: რეფორმამდე ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას, მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვლება მომავალში
„რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმ მასშტაბის მანკიერებები, რაც ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ დროული და აუცილებელი იყო. მიმდინარე პროცესებმა ცალსახად დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაი...
1756302534
მსოფლიოდონალდ ტრამპი: სოროსმა და მისი ფსიქოპათების ჯგუფმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა! ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯორჯ სოროსს და მის ვაჟიშვილს აშშ-ის ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ. „ჯორჯ სოროსს და მის...
1756300477
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6974 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1756298736
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი
„გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი“, - ამის შესახებ ფრაქცია...
1756295896
სპორტივილი სანიოლმა თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი პირველი სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები შესარჩევი...