აჭარის პოლიციამ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ბ.ქ., 1997 წელს დაბადებული დ.ქ. და 1971 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ჰ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათ ბრალად ედებათ ყალბი დოკუმენტის დამზადება შენახვა - გასაღების და გამოყენების მიზნით.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა სახის ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, პირადობისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ.

დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მიერ დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, პერსონალური კომპიუტერები, სპეციალური ტექნიკა და ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759729573

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ყველა ის პირი, ვინც ხელი ასწია საკუთარ ქვეყანაზე, შეეცადა ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებას, ბუნებრივია, რომ პასუხს აგებს

ყველა ის პირი, ვინც ხელი აწია საკუთარ ქვეყანაზე, შეეცადა ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებას, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე პასუხს აგებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების სა...

დავით მათიკაშვილი

1759727866

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი: ნათელია, რომ ნაკლები პოლიტიკური საბოტაჟის პირობებში საარჩევნო პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და პროცესის ადმინისტრირება ხორციელდება მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

4 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, ცესკომ მორიგი წარმატებული საარჩევნო დღის ადმინისტრირება განახორციელ...

გიორგი კალანდარიშვილი

1759727193

ახალი ამბები

ზუკა რურუა: დივერსიული აქტი, რომელიც სუსმა აღკვეთა, რა თქმა უნდა დაკავშირებული იყო იმ დღესთან, როცა ეს ჯგუფი აპირებდა ხელისუფლების დამხობას

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა დივერსიული აქტებთან დაკავშირებით სუს-ის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება სახელმ...

ზუკა რურუა

1759697286

საზოგადოება

დიმიტრი ცქიტიშვილი: ძალიან გაგვიჭირდება, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან

პროვოკაციაზე წამოაგეს და ძალიან გაგვიჭირდება, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი, - განაცხადა ოპოზიციონერმ...

დიმიტრი ცქიტიშვილ

1759695907

საზოგადოება

გიორგი კალანდია: არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, დამხობა არის დამხობა

არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, დამხობა არის დამხობა!, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც კონკრეტული ჯგუფის მიერ ხელისუფლების დამხობის...

ააა