დავით მათიკაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე: ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ რეალურად განახორციელეს თვითდამხობა - დაიმხვეს საკუთარი მომავალი, საკუთარი ცხოვრება

მინდა ჩვენს საზოგადოებას მივულოცო ის, რომ შედგა თვითმმართველობის არჩევნები, ის რომ ჩვენი ბრძენი საზოგადოება კვლავ ქვეყნის მშვიდობიანი, ეკონომიკურად ძლიერი და მდგრადი განვითარების მომხრეა და ის ხელისუფლება აირჩია, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს - ეს არის უალტერნატივოდ „ქართული ოცნება“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მან გუშინ განვითარებული მოვლენებიც შეაფასა, როდესაც კონკრეტული ჯგუფის მიერ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას.
„ჰქონდათ მცდელობა ძალადობრივად ჩაეგდოთ ხელში ხელისუფლება, დაესხნენ თავს პოლიციას, დაესხნენ თავს სახელმწიფო ინსტიტუციებს, პრეზიდენტის სასახლეს, დაამტვრიეს ინვენტარი, დაწვეს კონკრეტული ქონება და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ რეალურად განახორციელეს თვითდამხობა - დაიმხეს საკუთარი მომავალი, საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ბედ-იღბალი დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ნებისმიერ ძალადობაზე, მით უმეტეს ძალადობაზე, რომელიც ეხება სახელმწიფოს და სამშობლოს, პასუხი არის და იქნება პროპორციული, მაგრამ მკაცრი კანონის ფარგლებში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ის დღეს სუს-ის მიერ დიდი რაოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებასაც გამოეხმაურა, რომელიც უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით არის შეძენილი.
„საუბარი მაქვს კრიმინალ რადიკალებზე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ეს არის ის ძალა, რომელიც დღეს პრაქტიკულად გაქრობის პირასაა, ამიტომ ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ერთ-ერთ მეგობარი ქვეყნის ვითომ მეგობარი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს საქართველოში ცეცხლის დანთებას ხელი შეუწყოს“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.
1759689627
საზოგადოებასაერთაშორისო დამკვირვებელი: ვნახეთ როგორ შეეცადნენ მოქალაქეები ძალადობრივი გზით შეჭრილიყვნენ საპრეზიდენტო სასახლეში, ეს მიუღებელია, არის სხვა გზები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა
„არის სხვა გზები, სხვა მეთოდები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები, პოლიტიკური გემოვნება. თუნდაც პოლიტიკური პარტიები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა“, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირა...
1759686680
ახალი ამბებიმოქალაქემ პოლიციის კაპიტანი ყელის არეში დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული მ.გ. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხ...
1759685719
საზოგადოებაკახა კალაძე: მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას - ეს არის ქართველი ხალხის, თბილისელების პასუხი იმ აგენტების, უსამშობლო ადამიანების მიმართ, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას
მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას, ამომრჩეველს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში კითხვაზე, ელოდა თუ არა ისეთი უპირატე...
1759685563
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქართველ ხალხს ჰქონდა არჩევანი მიეცა ხმა ისეთი საქართველოსთვის და ისეთი ხელისუფლებისთვის, ვის პირობებშიც გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ - მიიღება მხოლოდ საქართველოში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევანი ძალი...
1759683799
საზოგადოებავაჟა სირაძე: დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით. შსს აუცილებლად იქნება მოწოდების სიმაღლეზე და გაატარებს შესაბამის ზომებს
დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით, - განუცხადა „იმედის კვირას“ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ორბელიანის მოედანზე რადიკალების მ...