გიორგი კალანდია: არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, დამხობა არის დამხობა

არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, დამხობა არის დამხობა!, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც კონკრეტული ჯგუფის მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობას გამოეხმაურა.

„მე მახსოვს, როდესაც კანონიერ პრეზიდენტს (ზვიად გამსახურდია) ამხობდნენ, სამწუხაროდ ევროპიდან არანაირი ღირებული სიგნალი არ ყოფილა. მე დღემდე არ მაქვს პასუხი, რატომ ჩაიგუბა მაშინ ცივილიზებულმა სამყარომ პირში წყალი, როდესაც საქართველოში კანონიერი ხელისუფლება დაამხვეს, ამაზე პასუხი არ არსებობს, მაგრამ ამაზე ისტორიული შეფასება გაჩნდება.

გუშინდელმა დღემ ერთი რამ დაადასტურა, რომ ჩვენი ხალხი ბრძენთან ერთად არის ძალიან გამოცდილი. დიდი ისტორიული გაკვეთილები გვაქვს მიღებული.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ დღეს არ არის საერთო სახალხო აღშფოთება იმაზე, როდესაც ვნახეთ, რომ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაზი შეასხურეს, რატომ ჩაიგუბეს ზოგიერთმა ჟურნალისტებმა პირში წყალი?!“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.

4 ოქტომბერს, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ. მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს.

მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5 ოქტომბერს კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით აღმოაჩინა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759689627

საზოგადოება

საერთაშორისო დამკვირვებელი: ვნახეთ როგორ შეეცადნენ მოქალაქეები ძალადობრივი გზით შეჭრილიყვნენ საპრეზიდენტო სასახლეში, ეს მიუღებელია, არის სხვა გზები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა

„არის სხვა გზები, სხვა მეთოდები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები, პოლიტიკური გემოვნება. თუნდაც პოლიტიკური პარტიები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა“, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირა...

საერთაშორისო დამკვირვებელი

1759686680

ახალი ამბები

მოქალაქემ პოლიციის კაპიტანი ყელის არეში დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული მ.გ. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხ...

პოლიცია

1759685719

საზოგადოება

კახა კალაძე: მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას - ეს არის ქართველი ხალხის, თბილისელების პასუხი იმ აგენტების, უსამშობლო ადამიანების მიმართ, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას

მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას, ამომრჩეველს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში კითხვაზე, ელოდა თუ არა ისეთი უპირატე...

კახა კალაძე

1759685563

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ქართველ ხალხს ჰქონდა არჩევანი მიეცა ხმა ისეთი საქართველოსთვის და ისეთი ხელისუფლებისთვის, ვის პირობებშიც გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ - მიიღება მხოლოდ საქართველოში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევანი ძალი...

ლევან მაჭავარიანი

1759683799

საზოგადოება

ვაჟა სირაძე: დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით. შსს აუცილებლად იქნება მოწოდების სიმაღლეზე და გაატარებს შესაბამის ზომებს

დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით, - განუცხადა „იმედის კვირას“ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ორბელიანის მოედანზე რადიკალების მ...

სირაშე ვაჟა