თორნიკე ჭეიშვილი: საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს მშვიდობა, ოპოზიციას კი სამუშაო მაგიდაზე ჰქონდა აბსოლუტურად დესტრუქციული გეგმა, რომელიც უნდა ყოფილიყო განსხეულებული სახელმწიფო გადატრიალებაში, ხელისუფლების დამხობაში

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ 4 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება შეაფასა და ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ გუშინდელი გამარჯვება თავისი შინაარსით ისტორიული გამარჯვებაა და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

„როდესაც ჩვენ შევძელით, რომ ფაქტობრივად, გაგვემეორებინა საპარლამენტო არჩევნებზე მიღწეული შედეგი, რომელიც ასევე იყო ძალიან მაღალი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს ძალიან მტკიცე და მყარი ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან. ბუნებრივია, ჩვენ ამ ნდობას სათანადოდ ვაფასებთ და აუცილებლად გავამართლებთ ისევე, როგორც აქამდე გაგვიმართლებია.

ამ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი საზოგადოებისა სურს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება ამ ქვეყანაში, ოპოზიციას ჰქონდა თავის სამუშაო მაგიდაზე დადებული აბსოლუტურად დესტრუქციული სამოქმედო გეგმა, რომელიც პირდაპირ უნდა ყოფილიყო განსხეულებული სახელმწიფო გადატრიალებაში, ხელისუფლების დამხობაში და გუშინდელმა დღემ ეს დაადასტურა”, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

დეპუტატმა ასევე გაიხსენა ოპოზიციის ის განცხადებები, რომლებიც დაანონსებულ სახელმწიფო გადატრიალებას უსწრებდა წინ.

„ამაზეც არაერთი სპეკულაცია იყო, ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც ისინი ცდილობდნენ, რომ როგორმე შეეფუთათ თავისი ექსტრემისტული ზრახვები. თუ ამას გავიხსენებთ, დავრწმუნდებით იმაში, რომ მიზანი რა თქმა უნდა, იმთავითვე იყო სწორედაც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და ყველაფერს აკეთებდნენ ამისთვის. ისინი წამოცდენის ცდილობდნენ, საკუთარ ამომრჩეველში, რომელიც, რომელიც როგორც ვხედავთ, ძალიან ცოტა დარჩა და სულ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა მათ ამ შემოძახილზე, გაეღვივებინათ ეს ექსტრემისტული განცდები”, - განაცხადა ჭეიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მუშაობდა სხვა სქემებიც.

„საზოგადოებამ იხილა ერთი მხრივ, დაფინანსების ის სქემები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონმდებლობის გვერდის ავლით იყო მიმართული იმაზე, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით მომხდარიყო ახალგაზრდების გადამზადება. მომხდარიყო მათი მომზადება იმისათვის, რომ ისინი ბოლომდე ჩართულიყვნენ ექსტრემისტულ პროცესებში. ასევე იყო სხვა მექანიზმები, რომელთა შემთხვევაში ძალიან მკაფიოა, რომ პირდაპირ იკითხება უცხოური სპეცსამსახურების ხელწერა.

შესაბამისად, აქ ადგილობრივი „ლიდერების“ გამოყენებით, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები ცდილობდნენ და მათ შორის ავანგარდში არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „დიფ სთეითს“, რომ მომხდარიყო მათთვის სასურველი მარიონეტული რეჟიმის მოყვანა ქვეყნის მართვის სადავეებში იმისათვის, რომ შემდგომში განევითარებინათ მოვლენები იმ სცენარით, რომელიც კარგს არაფერს უქადის საქართველოს. სამწუხაროდ, ძალიან დიდია სურვილი იმისა, რომ საქართველო და ჩვენი მოსახლეობა იქცეს ერთი მხრივ პლაცდარმად და მეორე მხრივ - საზარბაზნე ხორცად შავ-ბნელ გეგმებში”, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759689627

საზოგადოება

საერთაშორისო დამკვირვებელი: ვნახეთ როგორ შეეცადნენ მოქალაქეები ძალადობრივი გზით შეჭრილიყვნენ საპრეზიდენტო სასახლეში, ეს მიუღებელია, არის სხვა გზები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა

„არის სხვა გზები, სხვა მეთოდები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები, პოლიტიკური გემოვნება. თუნდაც პოლიტიკური პარტიები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა“, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირა...

საერთაშორისო დამკვირვებელი

1759686680

ახალი ამბები

მოქალაქემ პოლიციის კაპიტანი ყელის არეში დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული მ.გ. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხ...

პოლიცია

1759685719

საზოგადოება

კახა კალაძე: მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას - ეს არის ქართველი ხალხის, თბილისელების პასუხი იმ აგენტების, უსამშობლო ადამიანების მიმართ, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას

მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას, ამომრჩეველს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში კითხვაზე, ელოდა თუ არა ისეთი უპირატე...

კახა კალაძე

1759685563

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ქართველ ხალხს ჰქონდა არჩევანი მიეცა ხმა ისეთი საქართველოსთვის და ისეთი ხელისუფლებისთვის, ვის პირობებშიც გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ - მიიღება მხოლოდ საქართველოში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევანი ძალი...

ლევან მაჭავარიანი

1759683799

საზოგადოება

ვაჟა სირაძე: დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით. შსს აუცილებლად იქნება მოწოდების სიმაღლეზე და გაატარებს შესაბამის ზომებს

დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით, - განუცხადა „იმედის კვირას“ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ორბელიანის მოედანზე რადიკალების მ...

სირაშე ვაჟა