თორნიკე ჭეიშვილი: არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ხელს აღმართავს სახელმწიფოზე, კონსტიტუციურ წესრიგზე და ეს დარჩება რეაგირების გარეშე
„ყველამ თვალნათლივ იხილა, რომ ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ეს იყო ძალადობის ორგანიზება,“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებული პროცესებზე საუბრისას.
მისი თქმით, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.
„რა თქმა უნდა, არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ხელს აღმართავს სახელმწიფოზე, კონსტიტუციურ წესრიგზე, ზოგადად იმაზე, რომ ამ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა, სახელმწიფო უსაფრთხოება, სამოქალაქო უსაფრთხოება და შემდგომში ეს დარჩება რეაგირების გარეშე. ბუნებრივია, ყველას მოუწევს შესაბამისი პასუხისგება კანონის სრული სიმკაცრით“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.
1779088484
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალურ...
1779088108
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დაგეგმილი მაღალი დონის ფორუმის შესახებ: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. საგარეო...
1779086730
ახალი ამბებისაქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთა...
1779086001
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალ...
1779085233
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...































