დიმიტრი ცქიტიშვილი: ძალიან გაგვიჭირდება, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან

პროვოკაციაზე წამოაგეს და ძალიან გაგვიჭირდება, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„პალიტრანიუსის“ ეთერში მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან პარტნიორს არ გაუკეთებია პირდაპირი განცხადება, რომ გუშინდელი დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან.

„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევთ, რომ ძალადობრივად იმოქმედონ და ვიღაცები დაიჭირონ. ეს ლეგიტიმაცია მოიპოვეს, ამ პროვოკაციაზე წამოაგეს. ეს პროვოკაცია აძლევთ მათ საშუალებას და ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ, დავადასტუროთ, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან, რადგან თვითონვე შექმნეს მათი დაპატიმრების ლეგიტიმური საფუძველი. ამ პროვოკაციით შეიქმნა.

ძალიან რთულია, ასე მარტივი არ არის. რამხელა ბრძოლა დაგვჭირდა, რომ საერთაშორისო აღიარება ყოფილიყო იმ პოლიტპატიმრების, რომლებიც არიან. მართლა უზარმაზარი ბრძოლა იყო მაშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოპოზიციასა და ხელისუფლების რეჟიმის მომხრეებს შორის, უზარმაზარი ბრძოლა მოვიგეთ, რომ დაფიქსირებულიყო და დარქმეოდა ამას ყველას პოლიტპატიმარი. დღეს ძალიან რთული იქნება ამის გამეორება და ჯერჯერობით, რაც მე ვიცი, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან ჩვენს პარტნიორს ასეთი პირდაპირი განცხადება, რომ გუშინდელი დაპატიმრებულები პოლიტპატიმრები არიან, არ გაუკეთებია, ეს პრობლემურია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759689627

საზოგადოება

საერთაშორისო დამკვირვებელი: ვნახეთ როგორ შეეცადნენ მოქალაქეები ძალადობრივი გზით შეჭრილიყვნენ საპრეზიდენტო სასახლეში, ეს მიუღებელია, არის სხვა გზები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა

„არის სხვა გზები, სხვა მეთოდები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები, პოლიტიკური გემოვნება. თუნდაც პოლიტიკური პარტიები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა“, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირა...

საერთაშორისო დამკვირვებელი

1759686680

ახალი ამბები

მოქალაქემ პოლიციის კაპიტანი ყელის არეში დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული მ.გ. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხ...

პოლიცია

1759685719

საზოგადოება

კახა კალაძე: მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას - ეს არის ქართველი ხალხის, თბილისელების პასუხი იმ აგენტების, უსამშობლო ადამიანების მიმართ, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას

მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას, ამომრჩეველს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში კითხვაზე, ელოდა თუ არა ისეთი უპირატე...

კახა კალაძე

1759685563

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ქართველ ხალხს ჰქონდა არჩევანი მიეცა ხმა ისეთი საქართველოსთვის და ისეთი ხელისუფლებისთვის, ვის პირობებშიც გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ - მიიღება მხოლოდ საქართველოში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევანი ძალი...

ლევან მაჭავარიანი

1759683799

საზოგადოება

ვაჟა სირაძე: დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით. შსს აუცილებლად იქნება მოწოდების სიმაღლეზე და გაატარებს შესაბამის ზომებს

დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით, - განუცხადა „იმედის კვირას“ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ორბელიანის მოედანზე რადიკალების მ...

სირაშე ვაჟა