გიორგი კალანდარიშვილი: ნათელია, რომ ნაკლები პოლიტიკური საბოტაჟის პირობებში საარჩევნო პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და პროცესის ადმინისტრირება ხორციელდება მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

4 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, ცესკომ მორიგი წარმატებული საარჩევნო დღის ადმინისტრირება განახორციელა, რომელიც მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა. მისივე თქმით, ცესკომ ყველა საერთაშორისო სტანდარტს უპასუხა, რომელიც დაგეგმარებისა და ორგანიზების მნიშვნელოვან ფაზებს მოიცავს.

„მორიგი წარმატებული საარჩევნო დღის ადმინისტრირება განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციამ, რომელიც მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა. ნაკლები პოლიტიკური საბოტაჟის პირობებში იმთავითვე ნათელია, რომ პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და პროცესის ადმინისტრირება ხორციელდება მაღალ პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც ასევე დადასტურდა ქვეყანაში მყოფი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გაკეთებული წინასწარი შეფასებებით, რომელთა მიხედვითაც არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, გამჭვირვალე, ღია და სრულად პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტს.

საოლქო-საარჩევნო კომისიებში წარდგენილი არის 24 საჩივარი, რომელიც ძირითადად უკავშირდება ფოტო-ვიდეო გადაღების შემთხვევებს, კენჭისყრის გარეთ არსებულ სიტუაციებს და რამდენიმე პროცედურულ საკითხს, რასაც შესაბამისი საოლქო-საარჩევნო კომისიები კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილავენ“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქსა და ყველა რეგიონში მოიგო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759695201

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს მშვიდობა, ოპოზიციას კი სამუშაო მაგიდაზე ჰქონდა აბსოლუტურად დესტრუქციული გეგმა, რომელიც უნდა ყოფილიყო განსხეულებული სახელმწიფო გადატრიალებაში, ხელისუფლების დამხობაში

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ 4 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება შეაფასა და ოპოზიციის დესტრუქციულ...

თორნიკე ჭეიშვილ

1759693394

საზოგადოება

პარლამენტთან აქცია დასრულდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. აქცია 19:00 საათზე დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეების რაოდენობა...

პარლამენტთან აქცია

1759692537

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე: ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ რეალურად განახორციელეს თვითდამხობა - დაიმხვეს საკუთარი მომავალი, საკუთარი ცხოვრება

მინდა ჩვენს საზოგადოებას მივულოცო ის, რომ შედგა თვითმმართველობის არჩევნები, ის რომ ჩვენი ბრძენი საზოგადოება კვლავ ქვეყნის მშვიდობიანი, ეკონომიკურად ძლიერი და მდგრადი განვითარების მომხრეა და ის ხელისუფ...

დავით მათიკაშვილი

1759692308

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: დაცვის სამსახურის ოფიცერი, მარტო, უშიშრად, ჯოგის წინააღმდეგ იბრძვის და სახელმწიფოს იცავს! სანამ ეგეთი ლომები ეყოლება საქართველოს, ვერცერთი გადამთიელი ვერაფერს გვავნებს!

„ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის შესასვლელთან ძალადობრივი აქციის ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ კადრებში ჩანს, თუ როგორ იბრძვის აქტივისტების წინ...

დიმიტრი სამხარაძე

1759692266

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მადლობა ამ ვაჟკაც ბიჭს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც გუშინ პრეზიდენტის სასახლეს გარე დავალებით მოქმედი მოძალადეების თავდასხმისგან იცავდა

4-მა ოქტომბერმა გამიჯნა ქართული და არაქართული, გმირი და ანტიგმირი, სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მტრობა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. პარლამენტის თა...

შალვა პაპუაშვილი