ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილის განცხადება როინ შავაძეზე არის აღიარება, ეს არ არის წამოცდენა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც „მკვლელ სახელმწიფო მანქანას წარმოადგენდა“, მომართული იყო, რომ ადამიანები სიცოცხლეს გამოესალმებინა.
„ეს არის აღიარება, ეს არ არის წამოცდენა. როდესაც საგამოძიებო კომისიაზე მობრძანებული იყო მისი ოჯახის წევრი, მისი მეუღლე, დიდი იყო მის მიმართ, ასე ვთქვათ, წნეხი და მუქარები მაშინაც კი ხორციელდებოდა. ჩვენ მაშინ დავინახეთ მორიგ ჯერზე ის სისასტიკე, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.
მკვლელი სახელმწიფო მანქანა მომართული იყო, რომ ადამიანები პირდაპირ სიცოცხლეს გამოესალმებინა. როგორ შეიძლება ადამიანი დღეს XXI საუკუნეში წაიყვანო ისეთი გაუგონარი სისასტიკით აწამო, დახვრიტო და აი, ამ დღეში ჩააგდო და ამით ტკბებოდნენ და ამით ეს ადამიანები ინარჩუნებდნენ, მათი აზრით, ხელისუფლებას.
აი, ეს არის ბოროტება. სწორედ ამიტომ არის, რომ ამ ადამიანებს არასოდეს არ უნდა ჰქონდეთ ლეგიტიმური საშუალება იმისა, რომ ამ ქვეყანაში აკეთონ პოლიტიკა“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. ჩატარებული ექსპერტიზებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აგვისტოს ომის მონაწილეს, სხეულზე 40-მდე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა. 2020 წელს სტრასბურგმა საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 40 000 ევროს გადახდა დააკისრა. შავაძის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 13 პირი.
1793093580
ახალი ამბებიმაია ბითაძე: მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან გიორგი თუშიშვილთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ მალხაზ ბეგიაშვილთან და გურჯ...
1793093528
ახალი ამბებიკახა კალაძე: არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა ეს ყველაფერი - ხომ შეუძლებელია, ეს უბრალოდ მოიგონო?
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საზოგადოებამ უამრავი დანაშაული საკუთარ თავზე გამოცადა, რასაც ადასტურებს ის პროტესტი, რომელიც ამ პარტიის წინააღმდეგ არსე...
1793092176
ახალი ამბებიკახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ
„ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არანაირი კონტრარგუმენტი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს. მისივე თქმით, ის...
1793092135
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ყველაფერი ძალიან მკაფიოა, ეს არ არის უბრალოდ საკონსტიტუციო პროცესი, ეს არის ხალხის მიერ იმ ძალების გასამართლება, რომლებმაც ქვეყანას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები მოუტანეს
„რადიკალური ოპოზიცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს და ხალხის სასამართლოს განსასჯელის სკამზე. იმ ქმედებების გამო, რასაც ეს არაკონსტიტუციური ძალები ამდენი წლის განმავლობაში თავს ახვევდნენ ქვეყანას და ხ...
1793091298
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა....





























