მაია ბითაძე: მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან გიორგი თუშიშვილთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ მალხაზ ბეგიაშვილთან და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატ გია ბენაშვილთან ერთად, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში იმყოფებოდა.
მინისტრს მუზეუმის საქმიანობის ანგარიში და არსებული საჭიროებები მუზეუმის დირექტორმა, მარიამ ინანაშვილმა გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
„სიღნაღის მუზეუმი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. აქ ფუნქციონირებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი სივრცე, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენის მასპინძელია. მუზეუმის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არსებული ინფრასტრუქტურული და ტექნიკური გამოწვევების მოგვარება. საჭიროა შენობის ფასადის რეაბილიტაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული სივრცეების მოწყობა და განათების სისტემების განახლება. მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
2027 წელი სიღნაღის მუზეუმისთვის საიუბილეოა - მუზეუმს დაარსებიდან 80 წელი, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეერთებიდან 20 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დაგეგმილია კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მომზადება, რომლებიც მუზეუმის ისტორიის, კოლექციებისა და საქმიანობის პოპულარიზაციას დაეთმობა.
მინისტრთან ერთად სიღნაღის მუზეუმში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების
აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუზეუმის ფონდებში დაცულია მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი კოლექციები: კახეთის რეგიონში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, V–XIX საუკუნეების ნუმიზმატიკური ნიმუშები, ეთნოგრაფიული ნივთები, ვერცხლის ჭურჭელი, სამკაულები, იარაღი, საეკლესიო ნივთები, ხელნაწერები, ფარდაგები და ისტორიული დოკუმენტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს XX საუკუნის ქართველ მხატვართა ნამუშევრებს, მათ შორის ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანისა და ქეთევან მაღალაშვილის ფერწერულ ტილოებს.
2007 წლიდან მუზეუმში არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენა, კულტურული ღონისძიება და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. პაბლო პიკასოს გამოფენამ მუზეუმში საერთაშორისო გამოფენების ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.
აღსანიშნავია გამოფენა „დიეგო და ფრიდა - ღიმილი შუა გზაზე“, რომელიც მექსიკის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით გაიმართა, ასევე იაპონური გამოფენების ციკლი.
მუზეუმი ხელს უწყობს თანამედროვე ქართული მხატვრობისა და ხალხური რეწვის პოპულარიზაციას, მასპინძლობს მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროექტებსა და სამეცნიერო კონფერენციებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის განვითარებასა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციაში.
1793088014
ახალი ამბებილევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე
სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ი...
1793087116
ახალი ამბებიპრემიერი: 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია
2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მ...
1793086893
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
„ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრად...
1793086157
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე მხარე ცდილობს, დააკნინოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რაც იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ისტორიები ასახულია დოკუმენტში
„ერთი მხრივ, იყო არგუმენტირებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა და მეორე მხრივ, ამის პასუხად, ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური ნარატივი, რომელიც იყო უსაგნო მსჯელო...
1793085957
ახალი ამბებიგიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ
„მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ [„ნაცმოძრაობა“] სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის“,...






























