კახა კალაძე: არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა ეს ყველაფერი - ხომ შეუძლებელია, ეს უბრალოდ მოიგონო?
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საზოგადოებამ უამრავი დანაშაული საკუთარ თავზე გამოცადა, რასაც ადასტურებს ის პროტესტი, რომელიც ამ პარტიის წინააღმდეგ არსებობდა, შესაბამისად, შეუძლებელია, ეს ყველაფერი მოიგონო.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, „ნაცმოძრაობის წევრმა“ ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, საიდან მოიტანა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ისეთი თემები, როგორიცაა ადამიანების გატაცება, წამება და სხვა დანაშაულები.
„ამას რად უნდა მოგონება? რატომ უნდა მოიგონო, როდესაც აგერ პირდაპირ ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს ამხელა დანაშაულზე? რომელ მოგონებაზეა საუბარი? საზოგადოებამ ეს ხომ საკუთარ თავზე გამოცადა - იყვნენ კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები, რამდენი პატიმარი იყო, რა დამოკიდებულება იყო ციხეებში, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. ეს ხომ შემთხვევით მოგონილი და შექმნილი არ არის.
არიან კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა ეს ყველაფერი და იმიტომ იყო იმხელა პროტესტი. ეს ხომ შეუძლებელია უბრალოდ მოიგონო. შეიძლება რაღაცები მოიგონო, მაგრამ პროტესტი ამას ვერ ექნება, როგორც ახლა ცდილობენ.
რაღაცებს ცდილობენ, გამოიგონონ, რომ ისე ხდება, ასე ხდება, რეაქცია და პროტესტის გრძნობა ნული. ეს არის განსხვავება. ის იყო რეალობა, ის მძიმე მდგომარეობა, როგორ კლავდნენ, როგორ აწამებდნენ ციხეებში, რას უშვრებოდნენ პატიმრებს. ხომ გვაქვს ყველას ნანახი კადრები, როგორ გამოჰყავდათ პატიმრები „გადასკოჩილი“ ავტომობილზე და რას უშვრებოდნენ. აღარ მინდა ამ ყველაფრის გახსენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1793088014
ახალი ამბებილევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე
სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ი...
1793087116
ახალი ამბებიპრემიერი: 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია
2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მ...
1793086893
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
„ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრად...
1793086157
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე მხარე ცდილობს, დააკნინოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რაც იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ისტორიები ასახულია დოკუმენტში
„ერთი მხრივ, იყო არგუმენტირებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა და მეორე მხრივ, ამის პასუხად, ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური ნარატივი, რომელიც იყო უსაგნო მსჯელო...
1793085957
ახალი ამბებიგიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ
„მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ [„ნაცმოძრაობა“] სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის“,...






























