მარიამ ლაშხი: მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს 66 ათასზე მეტ მასწავლებელს - თქვენ ხართ აკადემიური ცოდნის მატარებლები, პროფესიონალები, რომლებიც ბავშვის წარმატებას საკუთარ წარმატებად განიცდით

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მასწავლებლებს ეროვნული დღე მიულოცა და პროფესიული წარმატებები უსურვა.

„27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ, რომელიც განსაკუთრებული პატივისცემით გვახსენებს მასწავლებლის მისიას, მის პროფესიულ პასუხისმგებლობასა და იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც მას საქართველოს მომავლის ფორმირებაში შეაქვს.


ეს დღე შემთხვევით არ არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაწესებული. გოგებაშვილმა „დედაენით“ თაობებს მხოლოდ წერა-კითხვა არ ასწავლა, არამედ განათლების, ეროვნული თვითშეგნების, სამშობლოს სიყვარულისა და პიროვნული ღირსების შეგრძნება ჩაუნერგა. სწორედ ეს არის მასწავლებლის უდიდესი მისია: ცოდნასთან ერთად ადამიანს პიროვნულ ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.

დღეს აფხაზური ენის დღეც არის და აფხაზ ძმებსა და დებს ამ დღეს ვულოცავ. ჩვენთვის ძვირფასია აფხაზური ენა, რომელიც ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. მადლობას ვუხდი აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც ურთულეს პირობებში ინარჩუნებენ განათლების კერებს. მჯერა, რომ დადგება დღე, როცა ქართველი და აფხაზი ბავშვები კვლავ ერთად ისწავლიან.

მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს 66 ათასზე მეტ მასწავლებელს, თბილისის სკოლებიდან დაწყებული მთის სოფლების პატარა სკოლებით დამთავრებული. თქვენ ხართ აკადემიური ცოდნის მატარებლები, პროფესიონალები, რომლებიც ყოველდღე საკუთარ თავზე მუშაობენ და ადამიანები, რომლებიც ბავშვის წარმატებას საკუთარ წარმატებად განიცდიან. მე მასწავლებლების ოჯახიდან ვარ, ამიტომ კარგად ვიცი, რომ მასწავლებლის სამუშაო დღე ზარის დარეკვით არ მთავრდება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, მასწავლებელი მოსწავლეს აზროვნების, მსჯელობის, პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უნარებს აძლევს.

„გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებას, ღირსეულ სამუშაო პირობებსა და იმ განსაკუთრებული სიხარულის განცდას, რომელსაც მოსწავლის წარმატება და მისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა განიჭებთ.

მე, როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას თითოეულს, ჩვენი გუნდის სახელით გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ თქვენს შრომას, გავაძლიერებთ მასწავლებლის პროფესიას და ერთად შევქმნით განვითარებული, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოს ღირსეულ მომავალს!“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793092135

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ყველაფერი ძალიან მკაფიოა, ეს არ არის უბრალოდ საკონსტიტუციო პროცესი, ეს არის ხალხის მიერ იმ ძალების გასამართლება, რომლებმაც ქვეყანას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები მოუტანეს

„რადიკალური ოპოზიცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს და ხალხის სასამართლოს განსასჯელის სკამზე. იმ ქმედებების გამო, რასაც ეს არაკონსტიტუციური ძალები ამდენი წლის განმავლობაში თავს ახვევდნენ ქვეყანას და ხ...

ლევან მახაშვილი:

1793091298

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა....

საქართველო

1793090523

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს

„მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარუ...

ირაკლი კირცხალია

1793089517

ახალი ამბები

სოპნენდუ მოჰანტი: შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წერდა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო, საქართველო ახლა სწორედ ამ ეტაპზეა, რაც უფრო გავცემთ, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკა

გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელის სოპნენდუ მოჰანტის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სექტორის მომავალს ხელოვნური ინტელექტი, ტოკენიზაცია და კვანტური ტექნოლოგიები განს...

სოპნენდუ მოჰანტი

1793088014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე

სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ი...

ლევან მახაშვილი