შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში - კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვას კი არაფერს გედავებით!
ქალბატონო სოფიო, თქვენ ახლა ოთხი წუთი დახარჯეთ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ცარიელი სიტყვებით სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულეთ. ჩამოყალიბდით, რა არის თქვენი სტანდარტი“, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრ სოფიო ხორგუანს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხორგუანის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის კონსტიტუციური ბრალდება, რომელიც პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით წამოაყენეს.
„თქვენი სტანდარტი ის არის, რომ ადამიანებს სისხლის სამართლის დანაშაულებში სდებთ ბრალს. ერთს დანაშაულის დაფარვას აბრალებთ, მეორეს - სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და ა.შ. ასე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში დასდეთ ბრალი. სხვა დროსაც გვითქვამს, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ იტყვით, შესაძლოა, სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.
თქვენ ახლა კიდევ ერთხელ დაადასტურეთ ის კონსტიტუციური ბრალდება, რომელიც პარლამენტის წევრებმა თავიანთი სარჩელით წაგიყენეს, რომ თქვენ არ ცნობთ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოებს. თქვენი გამოსვლის სულისკვეთებაც სწორედ ეს იყო: თქვენ არ აღიარებთ და არ ცნობთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სხვა არაფერს გედავებით.
ბატონი გიორგი ამბობდა, რა შუაში ვართ ჩვენ 4 ოქტომბერთანო. თქვენ ხომ იცით, რომ საქმეში მტკიცებულებად დევს თქვენი განცხადებაც, რომელშიც ამბობთ, რომ 4 ოქტომბერს მოვლენები რომ სხვაგვარად განვითარებულიყო, თქვენ, ალბათ, პარლამენტში არ შეხვიდოდით. იქვე დევს თქვენი ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებაც, რომელშიც ის ამბობს, რომ პარლამენტში შევიდნენ, თუმცა ამ პარლამენტს არც ახლა აღიარებენ.
ყოველ გამოსვლას იწყებთ ფრაზით: „მივესალმებით საქართველოს მოქალაქეებს“. არც კოლეგებს ახსენებთ, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც თავად პარლამენტს. ახლა თქვენ რა გგონიათ, აქ ხართ და თან არ ხართ? „ცისფერ მთებში“ ხომ არ ხართ, სადაც ადამიანი თან არის და თან არ არის? აი, ეს არის თქვენი დილემა.
მით უმეტეს, თქვენ თავად განაცხადეთ, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს და თქვენს პარტიას გააუქმებს, მანდატებს დატოვებთ. 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ხომ სწორედ ამას აკეთებდით, როდესაც ხალხის მიერ არჩევნების გზით მონიჭებულ მანდატებს არ იყენებდით. ახლაც იმავეს აცხადებთ, რომ აპირებთ, არ გამოიყენოთ მანდატები, რომლებიც ხალხმა არჩევნებში მოგანიჭათ. ასე რომ, დღეს კიდევ ერთხელ გამოავლინეთ თქვენი დამოკიდებულება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1793091298
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა....
1793090523
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს
„მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარუ...
1793089517
ახალი ამბებისოპნენდუ მოჰანტი: შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წერდა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო, საქართველო ახლა სწორედ ამ ეტაპზეა, რაც უფრო გავცემთ, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკა
გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელის სოპნენდუ მოჰანტის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სექტორის მომავალს ხელოვნური ინტელექტი, ტოკენიზაცია და კვანტური ტექნოლოგიები განს...
1793088014
ახალი ამბებილევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე
სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ი...
1793087116
ახალი ამბებიპრემიერი: 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია
2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მ...































