ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი

„4 ოქტომბერს თქვენ ელოდებოდით რევოლუციურ პროცესებს და როდესაც რევოლუცია ვერ შედგა საქართველოში, თქვენმა გარე უფროსობამ დაგავალათ, შებრძანდით პარლამენტში, შიგნიდან გვჭირდება დამხმარე ძალა, რომ საბოტაჟი შიგნიდან გაგრძელდესო“, - მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, რასაც, მისი თქმით, როგორც ოპოზიციურ ძალებთან მათი თანამშრომლობა, ისე წარსულში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ადასტურებს.

„2024 წლის არჩევნების წინ თქვენ ქარტიას შეუერთდით, სადაც პირდაპირ ხელი მოაწერეთ, რომ კოალიციას ქმნიდით „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. 4 მუნიციპალიტეტში თქვენ კოალიცია შექმენით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. 2025 წლის არჩევნებში თქვენ გაგიმესამედდათ ამომრჩევლის რაოდენობა იმიტომ, რომ გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე, გამოეხმაურა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს.

მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ხელისუფლების ჩამოშლა და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმების მოპოვება იყო.

მისი განცხადებით, გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თავად აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ელჩებთან კონსულტაციები გამართა.

„საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოზეა. დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სამართლებრივი, ასევე ობიექტური. აუცილებელია, პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს. აგენტურული პარტიების ადგილი საქართველოში, პოლიტიკურ ველში არ უნდა არსებობდეს. ამის შემდეგ მიეცემა უკვე მოტივაცია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომ ნაბიჯები გადადგან პოლიტიკაში და ჯანსაღი ოპონირება გაგვიწიონ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793091298

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა....

საქართველო

1793090523

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს

„მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარუ...

ირაკლი კირცხალია

1793089517

ახალი ამბები

სოპნენდუ მოჰანტი: შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წერდა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო, საქართველო ახლა სწორედ ამ ეტაპზეა, რაც უფრო გავცემთ, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკა

გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელის სოპნენდუ მოჰანტის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სექტორის მომავალს ხელოვნური ინტელექტი, ტოკენიზაცია და კვანტური ტექნოლოგიები განს...

სოპნენდუ მოჰანტი

1793088014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე

სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ი...

ლევან მახაშვილი

1793087116

ახალი ამბები

პრემიერი: 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია

2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მ...

პრემიერი