ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, ნაწილობრივ გაშუქდება ტელევიზიით, პირველი არხის საშუალებით, საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას, 11 მაისს ჩანიშნული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დღის წესრიგი და ღონისძიების დეტალები გააცნო.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე მოხდება სტუმრების და დელეგატების მიღება.

მისივე განმარტებით, ღონისძიება ტელევიზიით ნაწილობრივ გაშუქდება, კერძოდ, პირდაპირ ეთერში იქნება საეკლესიო კრების გახსნა, კენჭისყრის პროცესი, ხმების დათვლა აღარ გადაიცემა მედიის საშუალებით, ხოლო საბოლოო შედეგის გამოცხადება მოხდება პირდაპირ ეთერში.

„მოგეხსენებათ, მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, ხვალ ჩანიშნულია გაფართოებული კრება, ნომრით მე-14. ამ კრებაზე იქნება კენჭისყრა სამი საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთის შესარჩევად. ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით დეტალები ნაწილობრივ ცნობილია საზოგადოებისთვის, თუმცა დავაზუსტებთ, რომ სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ბოლო პერიოდის განმავლობაში, ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული. ეპარქიებიდან და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან შედგენილია სია იმის მიხედვით, როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში.

მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა, ამით მოხდება იდენტიფიცირება სიასთან. შესვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე – უნდა მოხდეს სტუმრების, დელეგატების მიღება. ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან საკათედრო ტაძარში და დაიწყება მზადება კენჭისყრისთვის. მკაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა. ნაწილობრივ გაშუქებული იქნება ეს ღონისძიება ტელევიზიით, პირველი არხის საშუალებით. ნაწილობრივ იქნება გაშუქებული, რადგან ნაწილი ამ სხდომისა უნდა იყოს დახურული. უკვე დასრულების შემდეგ, თუ ჩავთვლით საჭიროდ და იქნება ამის აუცილებლობა, ჩვენ თვითონ გავავრცელებთ საჭირო ინფორმაციას და კადრებს.

კრების გახსნა იქნება პირდაპირ ეთერში, შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა აღარ გადაიცემა, საბოლოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. ასეთია ხვალინდელი დღის წესრიგი. მანქანებით მისვლა იზღუდება და შესაბამისად, განცხადება გაკეთდა უკვე. ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან და მეტრო „ავლაბრიდან“ იმ აღმართზე, რომელიც მიდის საკათედრო ტაძარში. ეზოში შემოსვლა, ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, შეზღუდვა ეხება შიგნით ტაძარს“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, 28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.

სამი მღვდელმთავარი, რომელმაც სინოდზე ხმათა უმრავლესობა მიიღო, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.

ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.

კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ მე-13 კრებაზე მიიღეს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778415626

ახალი ამბები

პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

 „საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება“, - ამის შესახებ შს სამინისტ...

მოძრაობა

1778413256

ახალი ამბები

11 მაისს დაგეგმილ გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში დღეს პრესკონფერენცია დაიგეგმა

 ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 11 მაისს დაგეგმილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში დღეს პრესკონფერენცია დაიგეგმა. როგორც საპატ...

 საქართველოს საპატრიარქოშ

1778410363

ახალი ამბები

ზურიკო დავითაშვილმა „ამიენს“ გაუტანა

 ტრავმით გამოწვეული ორკვირიანი პაუზის შემდეგ ზურიკო დავითაშვილი მოედანს წარმატებულად დაუბრუნდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ სტადიონზე „ამიენი“ 5-0 დაამარცხა. მასპინძლების ქ...

ზურიკო დავითაშვილმა „ამიენს“ გაუტანა

1778407431

ახალი ამბები

მეუფე შიო: მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, რომ შეგვაძლებინოს ბრძნული გადაწყვეტილების მიღება

 მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ...

 მიტროპოლიტმა შიო

1778404082

ახალი ამბები

ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებმა ჩაატარეს ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება, რომელშიც ბატალიონის სატან...

ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა