ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - კენჭისყრის შედეგები ხვალვე გამოცხადდება

 „ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე ბიულეტენზე ამომრჩეველი სამ საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთს შემოხაზავს. შემდეგ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში მოთავსდება. მთელი საქართველოდან სამების ტაძარში 1 200-მდე დელეგატი მოიყრის თავს.

დეკანოზმა აღნიშნა, რომ მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, ეპარქიებიდან სიებია შედგენილი, რომელთა მიხედვითაც სტუმრები დაიშვებიან ტაძარში, სიაში მყოფი პირების იდენტიფიცირება კი პირადობის მოწმობით მოხდება.

დელეგატების მიღება 10:00-დან 12:00 საათამდე უნდა შედგეს. შემდეგ მღვდელმთავრებიც მიბრძანდებიან ტაძარში და დაიწყება კენჭისყრა.

ჯაღმაიძის განმარტებით, იკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება. მისივე თქმით, კრების ნაწილი გადაიცემა პირდაპირ ეთერში, კერძოდ, კრების დაწყება და შედეგების გამოცხადება, ხოლო ხმების დათვლის ნაწილი დახურული იქნება.

ამასთან, დეკანოზ ჯაღმაიძის განმარტებით, ტაძრის ეზოში შესვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება და შეზღუდვა მხოლოდ ტაძარში შესვლას ეხება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778415626

ახალი ამბები

პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

 „საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება“, - ამის შესახებ შს სამინისტ...

მოძრაობა

1778413256

ახალი ამბები

11 მაისს დაგეგმილ გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში დღეს პრესკონფერენცია დაიგეგმა

 ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 11 მაისს დაგეგმილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში დღეს პრესკონფერენცია დაიგეგმა. როგორც საპატ...

 საქართველოს საპატრიარქოშ

1778410363

ახალი ამბები

ზურიკო დავითაშვილმა „ამიენს“ გაუტანა

 ტრავმით გამოწვეული ორკვირიანი პაუზის შემდეგ ზურიკო დავითაშვილი მოედანს წარმატებულად დაუბრუნდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ სტადიონზე „ამიენი“ 5-0 დაამარცხა. მასპინძლების ქ...

ზურიკო დავითაშვილმა „ამიენს“ გაუტანა

1778407431

ახალი ამბები

მეუფე შიო: მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, რომ შეგვაძლებინოს ბრძნული გადაწყვეტილების მიღება

 მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ...

 მიტროპოლიტმა შიო

1778404082

ახალი ამბები

ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებმა ჩაატარეს ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება, რომელშიც ბატალიონის სატან...

ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა