მარიკა კვალიაშვილი: როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, წლების შემდეგ 29 წლის შვილიშვილი, რომ არა პატრიარქი, გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა

„როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, შემდეგ 29 წლის შვილიშვილი და რომ არა პატრიარქი, ამ შემთხვევაში გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა“, - განაცხადა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

„მაქვს ბედნიერება გავიხსენო ყოველი წუთი, დამოკიდებულება პატრიარქისადმი და იმის მხრიდან ჩვენდამი. როდესაც გვიჭირდა ჩვენს გვერდზე იდგა. ჩემთვის პატრიარქი იყო მიუწვდომელი, მაგრამ თვითონ ისე გაგიადვილებდა ყველაფერს, ისე მოგეფერებოდა. გიჭირდა შენს ჭირს იზიარებდა, გილხინდა - შენს სიხარულს იზიარებდა, გეტყოდა ერთ სიტყვას, რომელიც გულზე დაგეწერებოდა და არ დაგავიწყდებოდა.

მქონდა ბედნიერება, რომ წლების განმავლობაში ჩემი სიხარული თუ ტკივილი მისთვის გამეზიარებინა, თითქოს ჩემი ჭირისუფალიც ხდებოდა. თუ შენ ვერ მიხვიდოდი, თვითონ მოდიოდა შენამდე, იცოდა რომ გიჭირდა და იცოდა,რომ მისი სიტყვა შენთვის ბევრს ნიშნავდა“, - აღნიშნა მარიკა კვალიაშვილმა.

ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774108475

ახალი ამბები

რუმინეთის პატრიარქი - ილია მეორე იყო ღირსეული პიროვნება, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც განსაცდელების, ასევე მისი აღორძინების ჟამს

ბუქარესტის მთავარეპისკოპოსი, მუნტენიისა და დობრუჯის მიტროპოლიტი, კაბადოკიის კესარიის ტახტის მოსაყდრისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, უნეტარესი დანიელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ...

რუმინეთის პატრიარქი

1774106154

ახალი ამბები

თინათინ რუხაძე: მთავარია, ღირსეულად შევძლოთ, უკანასკნელ გზაზე სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გადმოვასვენოთ პატრიარქი - მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ჰუმანურობით, ერთმანეთის სიყვარულით და ერთიანობით მოდიან ადამიანები

„რეგიონებიდან ყველას უნდოდა ჩამოსვლა პატრიარქის პანაშვიდზე და სამთავრობო გუნდით, ერთობლივად - ამ კომისიით დაიგეგმა და სახელმწიფომ ძალიან ბევრ ადამიანს ხელი შეუწყო, რომ ჩამოსულიყო“, - განაცხადა გადაცემ...

თინათინ რუხაძე

1774105104

ახალი ამბები

საპატრიარქო: მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა 22 მარტს, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას

საპატრიარქოს ინფორმაციით, მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. საპატრ...

სამენა

1774103839

ახალი ამბები

მეუფე საბა: აღმოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებმაც თქვეს, სად არის პატრიარქის პირობა, როდესაც ბრძანა, „უფალი მანამდე არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო სამშვიდობოს არ გავა“ - რა არის ეს, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც დღეს ვხედავთ?!

მეუფე საბამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც მძიმე წუთებში ნიშნის მოგებით საუბრობენ. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა გულისტკივილი გამოთქვა იმ სასულიერო პირებისა...

მეუფე საბა

1774101567

ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელმა სასულიერო ლიდერებმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სრულიად ს...

სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებ