ვატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია -კარდინალი და მისი თანმხლები პირები ვატიკანიდან პატრიარქის დაკრძალვისთვის ჩამოვიდნენ

კარდინალ კურტ კოხისა და ამავე დიკასტერიის თანამშრომელს მონსენიორ ლადრაპა იარომირს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია და ვატიკანის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.

კარდინალი და მისი თანმხლები პირები ვატიკანიდან პატრიარქ ილია მეორეს დაკრძალვისთვის ჩამოვიდნენ. კარდინალი აეროპორტში მოინახულა მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

რაც შეეხება კარდინალ კოხის, იგი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. პირველად 2014 წლის ბოლოს იმყოფებოდა. შეხვდა საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, სადაც განიხილეს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ. მეორე ვიზიტით სასულიერო პირი საქართველოს 2016 წელს ეწვია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774113020

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა

უნგრეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1774111321

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა

„კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, პატრიარქმა შექმნა არქიტექტურა სულიერე...

საზოგადოეა

1774108475

ახალი ამბები

რუმინეთის პატრიარქი - ილია მეორე იყო ღირსეული პიროვნება, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც განსაცდელების, ასევე მისი აღორძინების ჟამს

ბუქარესტის მთავარეპისკოპოსი, მუნტენიისა და დობრუჯის მიტროპოლიტი, კაბადოკიის კესარიის ტახტის მოსაყდრისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, უნეტარესი დანიელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ...

რუმინეთის პატრიარქი

1774106154

ახალი ამბები

თინათინ რუხაძე: მთავარია, ღირსეულად შევძლოთ, უკანასკნელ გზაზე სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გადმოვასვენოთ პატრიარქი - მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ჰუმანურობით, ერთმანეთის სიყვარულით და ერთიანობით მოდიან ადამიანები

„რეგიონებიდან ყველას უნდოდა ჩამოსვლა პატრიარქის პანაშვიდზე და სამთავრობო გუნდით, ერთობლივად - ამ კომისიით დაიგეგმა და სახელმწიფომ ძალიან ბევრ ადამიანს ხელი შეუწყო, რომ ჩამოსულიყო“, - განაცხადა გადაცემ...

თინათინ რუხაძე

1774105104

ახალი ამბები

საპატრიარქო: მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა 22 მარტს, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას

საპატრიარქოს ინფორმაციით, მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. საპატრ...

სამენა